ნომილუსი
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ნომბალოსა“ გადაიტანა გვერდზე „ნომილუსი“ გადამისამართებაზე) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სოციალური კლასი ოსეთში]] |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
მიმდინარე ცვლილება 12:26, 26 ივლისი 2018 მდგომარეობით
ნომილუს-ი ირ., ნომბალოსა დიგ. (ოს. Номылус / номбæлуосæ) – გვერდითი, არასრულფასოვანი ცოლი ოსური საზოგადოების ზედაფენაში. ოს ალდარებს ნომილუსები დამოკიდებული გლეხების ფენიდან მოჰყავდათ. მათი შვილები – ქავდასარდები („ბაგაში დაბადებულნი“) განსაკუთრებულ კატეგორიას შეადგენდნენ და ფაქტიურად მამის პირველი, კანონიერი ოჯახისთვის შრომობდნენ.
ალდართა ნომილუსები თავიანთი მდგომარეობით ხასებს მოგვაგონებდნენ, თუმცა უფრო თავისუფალნი იყვნენ. დიდგვაროვანთაგან განსხვავებით ორცოლიანობა გლეხებში იშვიათი მოვლენა იყო. გამონაკლისს წარმოადგენდა მაჰმადიანებით დასახლებული ზოგიერთი სოფელი (ჩიქოლა, ზამანყული, ელხოტოვო და სხვ.), სადაც შარიათის გავლენით ორცოლიანობამ ფართო გავრცელება ჰპოვა, მაგრამ მეორედ ქორწინება მხოლოდ პირველი ცოლის თანხმობით შეიძლებოდა (ავადმყოფობის ან უშვილობის შემთხვევაში).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Ковалевский М. М. Современный обычай и древний закон: в 2 т. М., 1886. Т. I;
- Скитский Б. В. Очерки истории горских народов. Избранное. Орджоникидзе, 1972;
- Кобахидзе Е. И. Общественный строй // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.