უორსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „უისარეჟი“ გადაიტანა გვერდზე „უორსარი“ გადამისამართებაზე)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „უსარიჟი“ გადაიტანა გვერდზე „უორსარი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:01, 30 ივლისი 2018 მდგომარეობით

უისარეჟ-ი / უარსარიჟ-ი / უსარიჟ-ი / უორსარ-ი (ადიღ. Уысэрэжъ/ Уэрсэрыжъ/ Уысэрыжъ /Уэрсэр) – ადიღური ნართული ეპოსის პოლიფუნქციური პერსონაჟი: წინასწარმეტყველი, ნათელმხილველი, მაგი, ნართების ბრძენი წინამძღოლი, პირველი ნართული ნამგლისა და უროს გამომგონებელი; თქმულებათა ზოგიერთი ვარიანტით, თჰაგალეჯის, ჲემიშისა და მამიშის დედა; ავლენს ამბივალენტურ ხასიათს – ხან ეხმარება ნართებს (მისი რჩევა-დარიგებით ახერხებენ ნართები ისპი ჟაჭეჟი ციხე-სიმაგრისა და გუნდ-გუნდის აღებას და სხვ.), ხანაც მათი ანტაგონისტია, გამოდის ტრიკსტერის როლში (მტრებს სოსრუყოსა და მისი ცხენის – თხოჟეიის, „აქილევსის ქუსლს“ ატყობინებს; ზოგი ვერსიით, მონაწილეობს ეპოსის მთავარი გმირის მკვლელობაში).

უისარეჟის მრავალსახოვნება, როგორც სპეციალისტები თვლიან, მეორადია: სემანტიკურ ინვარიანტად რჩება მისი ამოსავალი ფუნქცია წინასწარმეტყველისა, ნათელმხილველისა, რომელსაც ნართების საზოგადოების სოციალურ იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. „წინასწარმეტყველის“, „ნათელმხილველის“ მნიშნელობით სიტყვა уысэрэжъ ადიღეური თქმულებებისთვის არის დამახასიათებელი, მაშინ, როდესაც ყაბარდოულ ტრადიციაში იგი საკუთარ სახელად არის ქცეული.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. I. Мыекъуапэ, 1968, т. III. Мыекъуапэ, 1970, т. VII. Мыекъуапэ, 1971;
  • Мижаев М. Уорсар // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები