დოპინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დოპინგი''' - (doping), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მძლეო...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ოფიციალურად სკრინინგ-ტესტი დოპინგური ნივთიერების აღმოჩენაზე პირველად ჩატარდა 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიურ თამაშობებზე. დღეისათვის მას ხშირად იყენებს სპორტის ბევრი პროფესიონალური თუ სამოყვარულო ფედერაცია.  
 
ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტექსტის გარეშე ტერმინი „დოპ“ ნიშნავს ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც აქვს სქელი სითხის კონსისტენცია. XIX  საუკუნის ბოლოს ტერმინი „დოპინგი“ გამოიყენებოდა იმ ნივთიერების აღსანიშნავად, რომელსაც აძლევდნენ დოღის ცხენებს – შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ტერმინით „დოპი“ მოიხსენიებდნენ პირს, რომელსაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მსგავსად, დაჩლუნგებული ჰქონდა გრძნობები. სლენგზე „დოპინგს“ მიაკუთვნებენ ნებისმიერ ფსიქოაქტიურ  ნივთიერებას, ხოლო ჩრდილო ამერიკაში უკანასკნელ წლებში – კანაბისს.  
+
ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტექსტის გარეშე ტერმინი „დოპ“ ნიშნავს ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც აქვს სქელი სითხის კონსისტენცია. XIX  საუკუნის ბოლოს ტერმინი „დოპინგი“ გამოიყენებოდა იმ ნივთიერების აღსანიშნავად, რომელსაც აძლევდნენ დოღის ცხენებს – შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ტერმინით „დოპი“ მოიხსენიებდნენ პირს, რომელსაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მსგავსად, დაჩლუნგებული ჰქონდა გრძნობები. სლენგზე „დოპინგს“ მიაკუთვნებენ ნებისმიერ ფსიქოაქტიურ  ნივთიერებას, ხოლო ჩრდილო ამერიკაში უკანასკნელ წლებში – [[კანაბისი|კანაბისს]].  
  
ხაზი 11: ხაზი 11:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
+
[[კატეგორია:ფარმაკოლოგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:დოპინგი]]
 
[[კატეგორია:დოპინგი]]

მიმდინარე ცვლილება 04:16, 10 მაისი 2024 მდგომარეობით

დოპინგი - (doping), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მძლეოსნობის სამოყვარულო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით – იმ ნივთიერებების გამოყენება ან გავრცელება, რომელთაც შეუძლიათ ხელოვნურად გააუმჯობესონ სპორტსმენის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა და, შესაბამისად, გააუმჯობესებინონ სპორტული შედეგები. ამ მიზნით გამოყენებულ ნივთიერებებს მიეკუთვნება: სხვადასხვა სტეროიდები, სტიმულატორები, ბეტაბლოკატორები, ანტიჰისტამინური საშუალებები და ოპიოიდები.

ოფიციალურად სკრინინგ-ტესტი დოპინგური ნივთიერების აღმოჩენაზე პირველად ჩატარდა 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიურ თამაშობებზე. დღეისათვის მას ხშირად იყენებს სპორტის ბევრი პროფესიონალური თუ სამოყვარულო ფედერაცია.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტექსტის გარეშე ტერმინი „დოპ“ ნიშნავს ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც აქვს სქელი სითხის კონსისტენცია. XIX საუკუნის ბოლოს ტერმინი „დოპინგი“ გამოიყენებოდა იმ ნივთიერების აღსანიშნავად, რომელსაც აძლევდნენ დოღის ცხენებს – შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ტერმინით „დოპი“ მოიხსენიებდნენ პირს, რომელსაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მსგავსად, დაჩლუნგებული ჰქონდა გრძნობები. სლენგზე „დოპინგს“ მიაკუთვნებენ ნებისმიერ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ხოლო ჩრდილო ამერიკაში უკანასკნელ წლებში – კანაბისს.

[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები