ბოთყიი შირთყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბოთყიჲ შირთყა / ბოთოყო შერთუყო''' ''(ინგუშ. Боткъий Ширткъа / Ботокъо Ше...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბოთოყო შერთუყო“ გადაიტანა გვერდზე „ბოთყიი შირთყა“ გადამისამარ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 14:26, 24 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

ბოთყიჲ შირთყა / ბოთოყო შერთუყო (ინგუშ. Боткъий Ширткъа / Ботокъо Шертукъо) – ინგუშურ ნართულ თქმულებათა პოპულარული პერსონაჟი, საიქიოში მოგზაური, ამბივალენტური ბუნების გმირი: ნართ-ორსთხოელთა მრჩეველი, კრიტიკულ სიტუაციებში მათი დამხმარე და მხსნელი, მაგრამ იმავდროულად ორსთხოელთა ჭირად გაჩენილი. როცა ნართები მის მოკვლას დააპირებენ მიწისქვეშეთში ქრება. როგორც ტრიქსტერი, წარმოადგენს კულტურულ გმირს, რომელმაც ხალხს გუთანი და წყლის წისქვილი უსახსოვრა. ბოთყიჲ შირთყას ტიპოლოგიური პარალელია ნართული ეპოსის ოსური ვერსიის სირდონი.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Т. I. Нальчик, 2003;
  • Дахкильгов И. А. Ингушский нартский эпос. Тексты. Нальчик, 2012.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები