შარფნიჰვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შარფნჷჰვა''' ''(Шарҧныҳәа)'' – დილის ლოცვა, რომელსაც აბჟუის [[აფხა...)
 
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
შარფნიჰვა იგივეა, რაც ქართული ყოფიდან ცნობილი „მუცლის ლოცვა“, მუცლის ტკივლის საწინააღმდეგო ლოცვა, რომლის დროსაც
 
შარფნიჰვა იგივეა, რაც ქართული ყოფიდან ცნობილი „მუცლის ლოცვა“, მუცლის ტკივლის საწინააღმდეგო ლოცვა, რომლის დროსაც
ხანგრძლივი საშობაო [[მარხვა|მარხვის]] შემდეგ პირველად მიირთმევენ სახსნილო კერძებს, ე.წ. „ხაციცს“ [არქანჯელო ლამბერტის ეს
+
ხანგრძლივი საშობაო [[მარხვა|მარხვის]] შემდეგ პირველად მიირთმევენ სახსნილო კერძებს, ე.წ. „ხაციცს“ [[არქანჯელო ლამბერტი]]ს ესლოცვა მოხსენიებული აქვს „ოხვამერის“ (სალოცავის) სახელწოდებით].
ლოცვა მოხსენიებული აქვს „ოხვამერის“ (სალოცავის) სახელწოდებით].
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 00:38, 31 აგვისტო 2023 მდგომარეობით

შარფნჷჰვა (Шарҧныҳәа) – დილის ლოცვა, რომელსაც აბჟუის აფხაზები შობისწინა ღამით ასრულებდნენ; ადრედაწოლილები შუაღამისას ადგებოდნენ და ლოცვის დამთავრებისთანავე, მამლის პირველ ყივილამდე, კვლავ დაწვებოდნენ, რათა გათენებას მძინარენი შეხვედროდნენ. „დილის ლოცვისთვის“ იწვება წიწილები (შეიძლება ბეღურებიც ან მათ ნაცვლად ერთი ციკანი) და მზადდება ყველიანი კვერები (აკვაკვარები). ოჯახის თითოეული წევრისთვის ცალ-ცალკე თეფშებზე ათავსებენ დაუჭრელ წიწილს და ოთხ ცალ აკვაკვარს (კვერს); თეფშებზე ცვილის სანთლებს მიაკრავენ და წინ ნაკვერჩხლებს დაუდებენ. შემდეგ ყველანი მაგიდის გარშემო მუხლს მოიყრიან; ოჯახის უფროსი ქუდს მოიხდის, ნაკვერჩხალზე საკმეველს დადებს და ღვთაებრივ ძალას, გოთანუას, შესთხოვს დაიცვას ოჯახი მუცლის ტკივილისაგან (სისხლიანი ფაღარათისა და კუჭის ტკივილისაგან). ლოცვის დამთავრებისთანავე აღმოსავლეთის მხარეს შებრუნდებიან და ქედს მოიხრიან, შემდეგ თავიანთ ულუფას შეჭამენ და ნარჩენებს ცეცხლში დაწვავენ.

შარფნიჰვა იგივეა, რაც ქართული ყოფიდან ცნობილი „მუცლის ლოცვა“, მუცლის ტკივლის საწინააღმდეგო ლოცვა, რომლის დროსაც ხანგრძლივი საშობაო მარხვის შემდეგ პირველად მიირთმევენ სახსნილო კერძებს, ე.წ. „ხაციცს“ არქანჯელო ლამბერტის ესლოცვა მოხსენიებული აქვს „ოხვამერის“ (სალოცავის) სახელწოდებით].


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОИРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. #186.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები