ქორაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]] | [[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]] | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:10, 1 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
ქორაფი – (Acer laetum C.A. Mey. = Acer cappadocicum Gled). ოჯახი: ნეკერჩხლისებრნი (Aceraceae). 15-30 მ სიმაღლის ხეა. ფოთლები თხელია, 6-15 სმ სიგრძისა და 8-15 სმ სიგანის, 5-7-ნაკვთიანი. შიშველია ან ქვედა მხარეზე, ძარღვების გაყოლებით, ოდნავ შებუსული. ნაკვთები მოგრძო ან ფართო სამკუთხაა. წვერში უცბადაა გრძლად წაწვეტებული. კიდემთლიანი ან ტალღისებურკიდიანი. ყვავილედი ზეზე მდგომი ფარისებური მტევანია. ნაყოფის ფრთები დიდია, ბლაგვი კუთხით გაშლილი ან თითქმის ჰორიზონტალურად განლაგებული. ყვ. ნაყ. V; VIII-IX. კახეთის რეგიონის შუა და ზედა სარტყლის ტყეების ჩვეულებრივი მცენარეა. იზრდება ერთეულების ან მცირე ჯგუფების სახით. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად ყველგან. გავრცელებულია მთელ ტყიან საქართველოში.