ვატიკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Wminda petres bazilika. vatikani.jpg|thumb|250პქ|წმ. პეტრეს ტაძარი. ვატიკანი]]
 
[[ფაილი:Wminda petres bazilika. vatikani.jpg|thumb|250პქ|წმ. პეტრეს ტაძარი. ვატიკანი]]
'''ვატიკანი''' - (''Vaticano'' - სახელმწიფო ვატიკანი), [[სახელმწიფო]] [[იტალია|იტალიის]] დედაქალაქ რომის დასავლეთ ნაწილში, [[კათოლიკე ეკლესია|რომაულ-კათოლიკური ეკლესიის]] ცენტრი, მისი მეთაურის, რომის პაპის, რეზიდენცია.  
+
'''ვატიკანი''' - (''Vaticano'' - სახელმწიფო ვატიკანი), [[სახელმწიფო]] [[იტალია|იტალიის]] დედაქალაქ რომის დასავლეთ ნაწილში, [[კათოლიკე ეკლესია|რომაულ-კათოლიკური ეკლესიის]] ცენტრი, მისი მეთაურის, [[რომის პაპი]]ს, რეზიდენცია.  
  
 
'''ფართობი''' - 0,44 კმ<sup>2</sup>.  
 
'''ფართობი''' - 0,44 კმ<sup>2</sup>.  
ხაზი 25: ხაზი 25:
 
დამთვალიერებელთათვის ღიაა ვატიკანის მუზეუმები, [[ბიბლიოთეკა]] და საიდუმლო არქივი. წმიდა საყდარს – ვატიკანის ტერიტორიისაგან დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მრავალ ქვეყანაში ჰყავს მივლინებული ლეგატები და დესპანები, ხოლო ვატიკანში აკრედიტებული დაახლოებით ასზე მეტი ქვეყნის დიპლომატია.
 
დამთვალიერებელთათვის ღიაა ვატიკანის მუზეუმები, [[ბიბლიოთეკა]] და საიდუმლო არქივი. წმიდა საყდარს – ვატიკანის ტერიტორიისაგან დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მრავალ ქვეყანაში ჰყავს მივლინებული ლეგატები და დესპანები, ხოლო ვატიკანში აკრედიტებული დაახლოებით ასზე მეტი ქვეყნის დიპლომატია.
  
ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კაპიტალდამბანდებელი და აქციების მფლობელი სახელმწიფოა. ვ-ის დაცვის ვალდებულება აღებული აქვს იტალიას. შვეიცარიელთა გვარდია იცავს პაპისა და ვატიკანის შესასვლელს.
+
ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კაპიტალდამბანდებელი და აქციების მფლობელი სახელმწიფოა. ვატიკანის დაცვის ვალდებულება აღებული აქვს [[იტალია]]ს. შვეიცარიელთა გვარდია იცავს პაპისა და ვატიკანის შესასვლელს.
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:ქალაქ-სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:ქალაქ-სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები]]
 
[[კატეგორია:სახელმწიფოები]]

მიმდინარე ცვლილება 01:47, 14 ივლისი 2024 მდგომარეობით

წმ. პეტრეს ტაძარი. ვატიკანი

ვატიკანი - (Vaticano - სახელმწიფო ვატიკანი), სახელმწიფო იტალიის დედაქალაქ რომის დასავლეთ ნაწილში, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ცენტრი, მისი მეთაურის, რომის პაპის, რეზიდენცია.

ფართობი - 0,44 კმ2.

მოსახლეობა - 830 კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ლათინური და იტალიური.

ვატიკანის წყობა აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიაა.

სახელმწიფოს მეთაურია რომის პაპი. მას ირჩევს სიცოცხლის ბოლომდე კარდინალების კოლეგია (კონკლავი), რომელსაც აქვს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილება.

ვატიკანის და კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ მოღვაწეობას ახორციელებს რომის კურია (ვატიკანის მთავრობა).

ვატიკანი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულებებით. წმიდა პეტრეს ბაზილიკის გარშემო მდებარე სასახლეთა და ბაღების კომპლექსი მოქცეულია ლეონურ გალავანში (პაპ ლეონ IV-ს, 847-855, სახელის მიხედვით). ექსტრატერიტორიულობის უფლება ვრცელდება სხვა ნაგებობებზეც: ლატერანის სასახლესა და ბაზილიკაზე, წმიდა მარიამ უდიდესისა და წმიდა პავლეს გალავანს მიღმა ბაზილიკებზე, სასახლეებზე, სადაც განთავსებულია სარწმუნოების გავრცელებისა და სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციები, სამოციქულო დათარიღების დაწესებულება, კანცელარია, სავიკარიუსო, გაბრიელის ვილა ჯიანიკოლოზე, კასტელ განდოლფოს სასახლე მიმდებარე ჩიბოს სასახლითა და ბარბერინის ვილის ჩათვლით.

დროშა

სახელმწიფო გერბზე წითელი ფერის ფარზე პაპის სიმბოლოებია (მიტრა და კლიტენი) გამოსახული.

ვატიკანის დროშა ყვითელი და თეთრი ფერისაა, თეთრ ფონზე მოთავსებული პაპის სიმბოლოთი.

გერბი

ვატიკანის სახელმწიფოში მიმოქცევაში ევრო. პოლიციის ფუნქციებს შვეიცარიული გვარდია ასრულებს. ვატიკანი ფლობს საფოსტო სამსახურს, აქ იბეჭდება საფოსტო მარკები, მოქმედებს სტამბა, რადიოსადგური და ასტრონომიული ობსერვატორია.

დამთვალიერებელთათვის ღიაა ვატიკანის მუზეუმები, ბიბლიოთეკა და საიდუმლო არქივი. წმიდა საყდარს – ვატიკანის ტერიტორიისაგან დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მრავალ ქვეყანაში ჰყავს მივლინებული ლეგატები და დესპანები, ხოლო ვატიკანში აკრედიტებული დაახლოებით ასზე მეტი ქვეყნის დიპლომატია.

ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კაპიტალდამბანდებელი და აქციების მფლობელი სახელმწიფოა. ვატიკანის დაცვის ვალდებულება აღებული აქვს იტალიას. შვეიცარიელთა გვარდია იცავს პაპისა და ვატიკანის შესასვლელს.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები