კრეტის ხარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ჰერაკლეს გმირობები]]

მიმდინარე ცვლილება 13:05, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით

კრეტის ხარი

კრეტის ხარი – საოცარი სილამაზის ხარი, რომელიც კრეტის მეფე მინოსს მსხვერპლად უნდა შეეწირა პოსეიდონისთვის. მაგრამ დაენანა მინოსს იგი და მის ნაცვლად სხვა ხარი შესწირა მსხვერპლად დიდ ღმერთს. განრისხდა პოსეიდონი და ეს მშვენიერი ცხოველი გააშმაგა. გამძვინვარებული ხარი წარმოუდგენელი სისწრაფით დაქროდა მთელ კუნძულზე და ყველაფერს აჩანაგებდა. მხოლოდ გმირთაგმირმა ჰერაკლემ შეძლო მისი შეპყრობა და მიკენში ჩაყვანა (ჰერაკლეს მეშვიდე გმირობა). ევრისთევსი დაფრთხა და ხარის გაშვება ბრძანა. ხარმა გადაირბინა მთელი პელოპონესოსი და ატიკაში, მარათონის ველზე ხელთ ჩაუვარდა თესევსს, რომელმაც იგი აპოლონს შესწირა მსხვერპლად.





[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები