მაღლაკელიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(იხილე აგრეთვე)
 
(2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე''' - (2.V.1894, დიხაშხო - 7.XI.1976, [[თბილისი]]) - [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე.  
+
[[ფაილი:MaRlakeliZe Salva.jpg|thumb|'''შალვა მაღლაკელიძე''']]
 +
'''მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე''' - ''(2.V.1894, დიხაშხო - 7.XI.1976, [[თბილისი]])'' - [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე.  
  
 
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულებაშიც ხელი შეუშალა [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომის]] დაწყებამ. მიავლინეს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში, რომლის დაჩქარებული კურსის დასრულებისთანავე მიენიჭა რუსეთის საიმპერიო არმიის [[ოფიცერი|ოფიცრის]] წოდება. მსახურობდა ახალციხეში დისლოცირებულ 114-ე ქვეით [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]].
+
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულებაშიც ხელი შეუშალა [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომის]] დაწყებამ. მიავლინეს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში, რომლის დაჩქარებული კურსის დასრულებისთანავე მიენიჭა რუსეთის საიმპერიო [[არმია|არმიის]] [[ოფიცერი|ოფიცრის]] წოდება. მსახურობდა ახალციხეში დისლოცირებულ 114-ე ქვეით [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]].
  
 
[[თებერვლის რევოლუცია|1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის]] შემდეგ იყო ახალციხის [[გარნიზონი|გარნიზონის]] სამხედრო პრეზიდიუმის თავმჯდომარე. [[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატმა]] დანიშნა სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიან რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებში. ამ თანამდებობაზე დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირველ ხანებშიც. მისი გონივრული
 
[[თებერვლის რევოლუცია|1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის]] შემდეგ იყო ახალციხის [[გარნიზონი|გარნიზონის]] სამხედრო პრეზიდიუმის თავმჯდომარე. [[ამიერკავკასიის კომისარიატი|ამიერკავკასიის კომისარიატმა]] დანიშნა სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიან რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებში. ამ თანამდებობაზე დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირველ ხანებშიც. მისი გონივრული
მოქმედების შედეგად, ქართულმა სახელმწიფომ იმხანად არსებულ ურთულეს ვითარებაში მოახერხა ამ ძირძველი ისტორიული მხარის შენარჩუნება. მიენიჭა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები]]ს [[პოლკოვნიკი|პოლკოვნიკის]] წოდება. სხვადასხვა დროს მსახურობდა ახალციხის, თბილისისა და აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად.
+
მოქმედების შედეგად, ქართულმა [[სახელმწიფო|სახელმწიფომ]] იმხანად არსებულ ურთულეს ვითარებაში მოახერხა ამ ძირძველი ისტორიული მხარის შენარჩუნება. მიენიჭა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები]]ს [[პოლკოვნიკი|პოლკოვნიკის]] წოდება. სხვადასხვა დროს მსახურობდა ახალციხის, თბილისისა და აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად.
  
 
====ემიგრაციაში====
 
====ემიგრაციაში====
საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, რევკომის გადაწყვეტილებით, დააპატიმრეს და მოათავსეს ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოახერხა [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] წასვლა. 1923 თავის მეუღლესთან, რიგელ-გერმანელ მარია გრასისთან და ვაჟიშვილ გაიოზთან ერთად [[ლატვია|ლატვიაში]] დასახლდა. იყო რიგაში ჩამოყალიბებული ქართული და კავკასიური საზოგადოებების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.  
+
საბჭოთა რუსეთის [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[ოკუპაცია|ოკუპაციისა]] და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, რევკომის გადაწყვეტილებით, დააპატიმრეს და მოათავსეს ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოახერხა [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] წასვლა. 1923 თავის მეუღლესთან, რიგელ-გერმანელ მარია გრასისთან და ვაჟიშვილ გაიოზთან ერთად [[ლატვია|ლატვიაში]] დასახლდა. იყო რიგაში ჩამოყალიბებული ქართული და კავკასიური საზოგადოებების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.  
  
 
პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მუშაობდა რიგის ერთ-ერთ ბანკში იურისტკონსულტად. 1934 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იყო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არაერთი ემიგრანტული ორგანიზაციისა, მათ შორის „თეთრი გიორგისა“. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა [[გერმანია|გერმანიის]] მხარდაჭერით.  
 
პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მუშაობდა რიგის ერთ-ერთ ბანკში იურისტკონსულტად. 1934 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იყო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არაერთი ემიგრანტული ორგანიზაციისა, მათ შორის „თეთრი გიორგისა“. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა [[გერმანია|გერმანიის]] მხარდაჭერით.  
  
[[II მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომის]] პერიოდში იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების [[გენერალური შტაბი]]ს [[სამხედრო მრჩეველი]], ბერლინში მოქმედი ქართული ეროვნული კომიტეტისა და ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრი. მისი თაოსნობით დაღუპვას გადაურჩა ათასობით ქართველი [[სამხედრო ტყვეები|სამხედრო ტყვე]], საბჭოთა არმიის ყოფილი [[სამხედრო მოსამსახურე|სამხედრო მოსამსახურენი]]. ხელმძღვანელობდა ქართულ [[ლეგიონი|ლეგიონს]], რომელიც სსრკ-ის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანული [[არმია|არმიის]] შემადგენლობაში შეიქმნა. ქართველ ლეგიონერებთან ერთად, ბრძოლით მოაღწია საქართველოს საზღვრამდე, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში შემავალ ურუხის ხეობამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილის მახლობლად მდებარეობს. სტალინგრადთან გერმანელთა მარცხის შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც განაგრძო ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალი-
+
[[II მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომის]] პერიოდში იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების [[გენერალური შტაბი]]ს [[სამხედრო მრჩეველი]], ბერლინში მოქმედი ქართული ეროვნული კომიტეტისა და ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრი. მისი თაოსნობით დაღუპვას გადაურჩა ათასობით ქართველი [[სამხედრო ტყვეები|სამხედრო ტყვე]], საბჭოთა არმიის ყოფილი [[სამხედრო მოსამსახურე|სამხედრო მოსამსახურენი]]. ხელმძღვანელობდა ქართულ [[ლეგიონი|ლეგიონს]], რომელიც სსრკ-ის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანული [[არმია|არმიის]] შემადგენლობაში შეიქმნა. ქართველ ლეგიონერებთან ერთად, ბრძოლით მოაღწია საქართველოს საზღვრამდე, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში შემავალ ურუხის ხეობამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილის მახლობლად მდებარეობს. სტალინგრადთან გერმანელთა მარცხის შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც განაგრძო ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.  
ბებაში მონაწილეობა.  
+
  
1944 წლის 17 ივლისს მიენიჭა [[ვერმახტი|ვერმახტის]] გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. ომის დასრულების შემდეგ რომში დასახლდა. სამხედრო მრჩევლად მსახურობდა: ორგანიზაციაში „ხმელთაშუა ზღვის პაქტი” (1948-1950), პაკისტანის მომავალ პრეზიდენტ აიუბ-ხანთან (1950-1952), დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერთან (1953-1954).  
+
1944 წლის 17 ივლისს მიენიჭა [[ვერმახტი|ვერმახტის]] გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. [[ომი|ომის]] დასრულების შემდეგ რომში დასახლდა. [[სამხედრო მრჩეველი|სამხედრო მრჩევლად]] მსახურობდა: ორგანიზაციაში „ხმელთაშუა ზღვის პაქტი” (1948-1950), [[პაკისტანი|პაკისტანის]] მომავალ პრეზიდენტ აიუბ-ხანთან (1950-1952), დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერთან (1953-1954).  
  
1954 წლის დასაწყისში თავის ვაჟთან გაიოზთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია:  „ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში“. იმავე წლის 2 აგვისტოს, დასავლეთ ბერლინში მყოფი, დაატყვევეს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და იძულებით გადაიყვანეს ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ თბილისში. მსახურობდა ადვოკატად, ხოლო შემდეგ იურისტად საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობაში. გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრში.
+
1954 წლის დასაწყისში თავის ვაჟთან გაიოზთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია:  „ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში“. იმავე წლის 2 აგვისტოს, დასავლეთ ბერლინში მყოფი, დაატყვევეს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და იძულებით გადაიყვანეს ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ თბილისში. მსახურობდა ადვოკატად, ხოლო შემდეგ იურისტად საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობაში. გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების არქივი დაცულია [[კორნელი კეკელიძე|კორნელი კეკელიძის]] სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრში.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ნიკო ჯავახიშვილი
+
 
 +
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ნიკო ჯავახიშვილი'''''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 34: ხაზი 35:
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ვერმახტის ქართული ლეგიონის წევრები]]
 
[[კატეგორია:ვერმახტის ქართული ლეგიონის წევრები]]
 +
[[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:53, 8 აპრილი 2019 მდგომარეობით

შალვა მაღლაკელიძე

მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე - (2.V.1894, დიხაშხო - 7.XI.1976, თბილისი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულებაშიც ხელი შეუშალა I მსოფლიო ომის დაწყებამ. მიავლინეს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში, რომლის დაჩქარებული კურსის დასრულებისთანავე მიენიჭა რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის წოდება. მსახურობდა ახალციხეში დისლოცირებულ 114-ე ქვეით პოლკში.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ იყო ახალციხის გარნიზონის სამხედრო პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ამიერკავკასიის კომისარიატმა დანიშნა სამუსლიმანო საქართველოს სრულუფლებიან რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებში. ამ თანამდებობაზე დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირველ ხანებშიც. მისი გონივრული მოქმედების შედეგად, ქართულმა სახელმწიფომ იმხანად არსებულ ურთულეს ვითარებაში მოახერხა ამ ძირძველი ისტორიული მხარის შენარჩუნება. მიენიჭა საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის წოდება. სხვადასხვა დროს მსახურობდა ახალციხის, თბილისისა და აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად.

[რედაქტირება] ემიგრაციაში

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, რევკომის გადაწყვეტილებით, დააპატიმრეს და მოათავსეს ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოახერხა ემიგრაციაში წასვლა. 1923 თავის მეუღლესთან, რიგელ-გერმანელ მარია გრასისთან და ვაჟიშვილ გაიოზთან ერთად ლატვიაში დასახლდა. იყო რიგაში ჩამოყალიბებული ქართული და კავკასიური საზოგადოებების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მუშაობდა რიგის ერთ-ერთ ბანკში იურისტკონსულტად. 1934 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იყო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არაერთი ემიგრანტული ორგანიზაციისა, მათ შორის „თეთრი გიორგისა“. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. მის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა გერმანიის მხარდაჭერით.

II მსოფლიო ომის პერიოდში იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩეველი, ბერლინში მოქმედი ქართული ეროვნული კომიტეტისა და ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრი. მისი თაოსნობით დაღუპვას გადაურჩა ათასობით ქართველი სამხედრო ტყვე, საბჭოთა არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურენი. ხელმძღვანელობდა ქართულ ლეგიონს, რომელიც სსრკ-ის წინააღმდეგ მებრძოლი გერმანული არმიის შემადგენლობაში შეიქმნა. ქართველ ლეგიონერებთან ერთად, ბრძოლით მოაღწია საქართველოს საზღვრამდე, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში შემავალ ურუხის ხეობამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილის მახლობლად მდებარეობს. სტალინგრადთან გერმანელთა მარცხის შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც განაგრძო ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.

1944 წლის 17 ივლისს მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. ომის დასრულების შემდეგ რომში დასახლდა. სამხედრო მრჩევლად მსახურობდა: ორგანიზაციაში „ხმელთაშუა ზღვის პაქტი” (1948-1950), პაკისტანის მომავალ პრეზიდენტ აიუბ-ხანთან (1950-1952), დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერთან (1953-1954).

1954 წლის დასაწყისში თავის ვაჟთან გაიოზთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია: „ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში“. იმავე წლის 2 აგვისტოს, დასავლეთ ბერლინში მყოფი, დაატყვევეს სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და იძულებით გადაიყვანეს ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ თბილისში. მსახურობდა ადვოკატად, ხოლო შემდეგ იურისტად საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობაში. გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების არქივი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ნიკო ჯავახიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შ. მაღლაკელიძე, მოგონებები, მასალები გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაშენიშვნები დაურთო ვ. რცხილაძემ, თბ., 2012;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Рига, 2015.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

შალვა მაღლაკელიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები