ღორის ასკარიდოზი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Roris askarida.JPG|thumb|250პქ|ღორის ასკარიდა]] | [[ფაილი:Roris askarida.JPG|thumb|250პქ|ღორის ასკარიდა]] | ||
| − | '''ღორის ასკარიდოზი''' - | + | '''ღორის ასკარიდოზი''' - [[ასკარიდოზი]]ს გამომწვევია [[ჰელმინთი]] (პარაზიტული ჭია) – Ascaris suum, რომლის ზრდასრული ფორმები წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ, ხოლო [[ლარვა|ლარვული]] ფორმები ღვიძლს და ფილტვებს აზიანებენ. უპირატესად ავადდება შინაური და გარეული ღორის მოზარდეული, განსაკუთრებით - მეძუძური გოჭები. |
| − | ასკარიდები სქესგაყოფილი, თითისტარისებრი ფორმის ჰელმინთებია. მამრის სხეულის სიგრძე 10-20 სმ-ია, მდედრის - 23-30 სმ. | + | ასკარიდები სქესგაყოფილი, თითისტარისებრი ფორმის [[ჰელმინთი|ჰელმინთებია]]. მამრის სხეულის სიგრძე 10-20 სმ-ია, მდედრის - 23-30 სმ. |
წვრილ ნაწლავებში მდედრი ასკარიდები დებენ კვერცხებს, რომლებიც გამოიტანება გარემოში, სადაც ხელშემწყობი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში მათში 2-3 კვირაში ინვაზიური ლარვები ვითარდებიან. გოჭის დაინვაზიება ხდება ძუძუს წოვის დროს ან საკვებთან ერთად ასკარიდას ინვაზიური კვერცხის გადაყლაპვით. ნაწლავში მოხვედრილი კვერხებიდან ლარვები იჩეკებიან, რომლებიც ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში შეიჭრებიან და სისხლის გზით ჯერ ღვიძლში, შემდეგ ფილტვებში ხვდებიან. ისინი ნახველთან ერთად ამოიტანებიან პირის ღრუში, გადაიყლაპებიან და ნაწლავში ხელმეორედ მოხვედრილნი ზრდასრულ სტადიას აღწევენ. | წვრილ ნაწლავებში მდედრი ასკარიდები დებენ კვერცხებს, რომლებიც გამოიტანება გარემოში, სადაც ხელშემწყობი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში მათში 2-3 კვირაში ინვაზიური ლარვები ვითარდებიან. გოჭის დაინვაზიება ხდება ძუძუს წოვის დროს ან საკვებთან ერთად ასკარიდას ინვაზიური კვერცხის გადაყლაპვით. ნაწლავში მოხვედრილი კვერხებიდან ლარვები იჩეკებიან, რომლებიც ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში შეიჭრებიან და სისხლის გზით ჯერ ღვიძლში, შემდეგ ფილტვებში ხვდებიან. ისინი ნახველთან ერთად ამოიტანებიან პირის ღრუში, გადაიყლაპებიან და ნაწლავში ხელმეორედ მოხვედრილნი ზრდასრულ სტადიას აღწევენ. | ||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ღორის დაავადებები]] | [[კატეგორია:ღორის დაავადებები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] |
| + | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
| + | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:10, 4 აპრილი 2023 მდგომარეობით
ღორის ასკარიდოზი - ასკარიდოზის გამომწვევია ჰელმინთი (პარაზიტული ჭია) – Ascaris suum, რომლის ზრდასრული ფორმები წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ, ხოლო ლარვული ფორმები ღვიძლს და ფილტვებს აზიანებენ. უპირატესად ავადდება შინაური და გარეული ღორის მოზარდეული, განსაკუთრებით - მეძუძური გოჭები.
ასკარიდები სქესგაყოფილი, თითისტარისებრი ფორმის ჰელმინთებია. მამრის სხეულის სიგრძე 10-20 სმ-ია, მდედრის - 23-30 სმ.
წვრილ ნაწლავებში მდედრი ასკარიდები დებენ კვერცხებს, რომლებიც გამოიტანება გარემოში, სადაც ხელშემწყობი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში მათში 2-3 კვირაში ინვაზიური ლარვები ვითარდებიან. გოჭის დაინვაზიება ხდება ძუძუს წოვის დროს ან საკვებთან ერთად ასკარიდას ინვაზიური კვერცხის გადაყლაპვით. ნაწლავში მოხვედრილი კვერხებიდან ლარვები იჩეკებიან, რომლებიც ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში შეიჭრებიან და სისხლის გზით ჯერ ღვიძლში, შემდეგ ფილტვებში ხვდებიან. ისინი ნახველთან ერთად ამოიტანებიან პირის ღრუში, გადაიყლაპებიან და ნაწლავში ხელმეორედ მოხვედრილნი ზრდასრულ სტადიას აღწევენ.
მიგრაციისას ლარვები აზიანებენ სისხლძარღვებს, ქსოვილებს. მათი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები ალერგიულ რეაქციებს იწვევენ. სისხლძარღვებში შეჭრისას ისინი გზას უხსნიან ნაწლავურ მიკროფლორას, რომლებიც ლარვებთან ერთად ფილტვებში ხვდებიან, რაც ჩირქოვანი პნევმონიის განვითარების მიზეზი ხდება. ნაწლავში ზრდასრული ასკარიდების დიდი ოდენობით დაგროვება იწვევს ნაწლავის დახშობას, გადახლართვას, ზოგჯერ - გასკდომას, რასაც პერიტონიტი მოსდევს. ასაკარიდების მიერ გამოყოფილი ტოქსინები ძლიერ გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე, აფერხებენ ორგანიზმის ზრდა-განვითარებას.
დაავადების საწყის ეტაპზე ვლინდება ასკარიდოზული პნევმონია, რა დროსაც მატულობს სხეულის ტემპერატურა, მადა დაქვეითებულია, სუნთქვა - გახშირებული. აღინიშნება ხველა, მოუსვენრობა. შესაძლოა განვითარდეს კონვულსიური მოვლენები. ბურვაკებს კლინიკური ნიშნები გამოხატული არ აქვთ, თუმცა ისინი ძლიერ გამხდრები არიან და ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში. ასკარიდოზით დაავადებული გოჭის წონამატი 30%-ით ჩამორჩება დიაგნოზის დასადგენად კოპროლოგიურ გამოკვლევას სპეციალისტი ატარებს.
სამკურნალოდ გამოიყენება ნილვერმი, პანაკური ან ფენბენდაზოლის ჯგუფის პრეპარატები. ვინაიდან ასკარიდოზი ანტისანიტარიული პირობებით გამოწვეული დაავადებაა, გოჭის გამოზრდისას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს კვებისა და მოვლა-შენახვის ჰიგიენური ნორმების დაცვას.