Epipactis helleborine (L.) Crantz
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:13, 1 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით
Epipactis helleborine (L.) Crantz – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის სიმაღლე 30-100 სმ-ია. მარტივი, სწორად მდგომი, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ზედა ნაწილში პატარავდება და მცირედ არის შებუსული. ქვედა ფოთლები ღერომხვევია და ვაგინიანი. ყვავილედში 30-ზე მეტი ყვავილია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ოვალურია, მომწვანო. შიგა ნაწილი მკრთალი მწვანეა, ძირში – ვარდისფერ-იისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია მუხნარ, რცხილნარ და ფიჭვნარ ტყეებში, ბუჩქნარებში, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში, სოფელ შაქრიანის მიდამოებში. ცნობილია მთელ საქართველოში.