ლიტურგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლიტურგია''' - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“) როცა [[ეკლესია]], რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს „შეკრებას“, ერთად იკრიბება ღვთისმსახურებაზე, როგორც ღვთის ერი, ამას ჰქვია — ლიტურგია. სიტყვა „ლიტურგია“ ნიშნავს ერთობლივ საქმეს ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას, აღსრულებულს ყველას სასიკეთოდ. ამრიგად, ქრისტიანული ეკლესიის საღვთო ლიტურგია არის ღმერთისა და მისი ერის ერთობლივი მოქმედება.
+
'''ლიტურგია''' - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“) როცა [[ეკლესია]], რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „შეკრებას“, ერთად იკრიბება ღვთისმსახურებაზე, როგორც ღვთის ერი, ამას ჰქვია — ლიტურგია. [[სიტყვა]] „ლიტურგია“ ნიშნავს ერთობლივ საქმეს ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას, აღსრულებულს ყველას სასიკეთოდ. ამრიგად, ქრისტიანული ეკლესიის საღვთო ლიტურგია არის ღმერთისა და მისი ერის ერთობლივი მოქმედება.
  
[[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ღვთისმსახურება ტარდება [[იერუსალიმი – როგორც რელიგიის წმინდა ქალაქი|იერუსალიმში]] მოსეს სჯულის მიხედვით და იგი თავის თავში მოიცავდა [[დღესასწაული|დღესასწაულებს]], [[მარხვა|მარხვებს]], კერძო [[ლოცვა|ლოცვებსა]] და მსახურებებს, რომლებსაც იუდეველები აღასრულებდნენ თავიანთ სახლებსა და [[სინაგოგა|სინაგოგებში]]. სიტყვა „სინაგოგა“ ნიშნავს „შესაკრებელ სახლს“; სინაგოგები არ არის ტაძარი, რადგან სჯულის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ტაძარი, იერუსალიმში, სადაც ღვთისმსახურებას აღავლენდნენ მღვდლები, ხოლო სინაგოგებში იუდეველები იკრიბებოდნენ ლოცვისთვის, [[წმინდა წერილი]]ს შესასწავლად, უფლის სიტყვის საქადაგებლად და მასზე ფიქრისთვის.
 
ქრისტიანულმა ეკლესიამ კი არ უარყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, არამედ იგი ჩართო ახალ, მარადიულ პერსპექტივაში. ეკლესია ძველი აღთქმის ლოცვებს, წიგნებსა და [[ფსალმუნნი|ფსალმუნებს]] ხედავს [[ქრისტე|ქრისტეს]] თვალთახედვით. ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლმა შეცვალა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის ტაძარში, ხოლო „საუფლო დღემ“ – კვირამ ჩაანაცვლა ებრაული შაბათი. ასევე, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ებრაულმა დღესასწაულებმა; მაგალითად, მთავარი დღესასწაული – [[პასექი]] გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული; [[ერგასობა|ერგასობის]] დღესასწაული იქცა სულიწმინდის (რომელიც აღასრულებს ძველი აღთქმის სჯულს) გარდამოსვლის დღესასწაულად... ამგვარად, მთელი ქრისტიანული ლიტურგიკული წელი აგებულია ძველი აღთქმის ლიტურგიკული ციკლის მიხედვით.  
+
ქრისტიანულმა ეკლესიამ კი არ უარყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, არამედ იგი ჩართო ახალ, მარადიულ პერსპექტივაში. ეკლესია ძველი აღთქმის ლოცვებს, წიგნებსა და [[ფსალმუნნი|ფსალმუნებს]] ხედავს [[ქრისტე|ქრისტეს]] თვალთახედვით. ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლმა შეცვალა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის ტაძარში, ხოლო „საუფლო დღემ“ – კვირამ ჩაანაცვლა ებრაული შაბათი. ასევე, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ებრაულმა დღესასწაულებმა; მაგალითად, მთავარი დღესასწაული – [[პასექი]] გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული; [[ერგასობა|ერგასობის]] დღესასწაული იქცა [[სულიწმინდა|სულიწმინდის]] (რომელიც აღასრულებს ძველი აღთქმის სჯულს) გარდამოსვლის დღესასწაულად... ამგვარად, მთელი ქრისტიანული ლიტურგიკული წელი აგებულია ძველი აღთქმის ლიტურგიკული ციკლის მიხედვით.  
  
ეკლესიამ განავითარა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან აღმოცენებული თავისი საიდუმლოებების განსაკუთრებული ქრისტიანული ფორმები – [[ნათლისღება]] წმინდა [[სამება|სამების]] სახელით, [[მირონცხება]], [[ზიარება]], ქორწინება, [[სინანული]], ზეთისცხება და მღვდელთა ხელდასხმა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შეიქმნა ნამდვილი და უშრეტელი საგანძური საკუთრივ ქრისტიანული ლოცვებისა, კურთხევების, ქრისტიანული დღესასწაულების, [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] მოვლენებისა და წმინდანთა ღვაწლის მოგონებისა.
+
ეკლესიამ განავითარა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან აღმოცენებული თავისი საიდუმლოებების განსაკუთრებული ქრისტიანული ფორმები – [[ნათლისღება]] წმინდა [[სამება|სამების]] სახელით, [[მირონცხება]], [[ზიარება]], [[ქორწინების საიდუმლო|ქორწინება]], [[სინანული]], [[ზეთისცხების საიდუმლო|ზეთისცხება]] და [[მღვდელი|მღვდელთა]] ხელდასხმა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შეიქმნა ნამდვილი და უშრეტელი საგანძური საკუთრივ ქრისტიანული ლოცვებისა, კურთხევების, ქრისტიანული დღესასწაულების, [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] მოვლენებისა და წმინდანთა ღვაწლის მოგონებისა.
  
ასე ერთიანდება ერთ მთლიანობად საეკლესიო ღვთისმსახურებაში წმინდა წერილი და [[წმინდა გარდამოცემა]] და ასე, ლოცვისა და ღვთისმსახურების საშუალებით, ადამიანები „ღმრთის სწავლულ“ იქნებიან, როცა [[მესია]] მოვა, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველ ესაიას მიერ (იოანე, 6:45)
 
ცოცხალ ლიტურგიკულ გამოცდილებას ავსებს თვით მსახურებათა ტექსტები, – გალობანი, კურთხევანი, ლოცვანი და წეს-განგებანი, რომლებიც ეკლესიის სწავლა-მოძღვრების სარწმუნო წერილობითი წყაროებია. ეკლესიის აზრით, ისინი არ შეიცავს შეცდომებსა და რწმენის დამახინჯებას. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ დაცული ზოგიერთი ისტორიული ცნობა შეიძლება იყოს უზუსტო ან სიმბოლური, მაგრამ ეს არ ცვლის საქმის არსს. ეკლესიას მტკიცედ სწამს, რომ მათი საღვთისმეტყველო და სულიერი არსი ნამდვილი და ჭეშმარიტია.
+
====მართლმადიდებლების საღვთო ლიტურგია====
 +
მართლმადიდებლები საღვთო ლიტურგიას ყოველთვის ასრულებენ „შაბათის მომდევნო დღეს“, რომელიც სიმბოლოა ერთდროულად შესაქმის პირველი და უკანასკნელი დღისა; მას წმინდა გარდამოცემა „მერვე დღესაც“ უწოდებს. ეს არის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე, ღვთის მსჯავრისა და გამარჯვების დღე, ნაწინასწარმეტყველები წინასწარმეტყველთა მიერ, საუფლო დღე, რომელიც უკვე აქ, ამ ქვეყნიერების ცხოვრებაში გვიცხადებს „მომავალი სასუფევლის“ მყოფობასა და ძალას.  
  
 +
კვირის გარდა ლიტურგია აღევლინება ყველა დღესასწაულზე, ხოლო მონასტრებში, დიდ ტაძრებსა და ზოგიერთ სამრევლო ეკლესიაში მას აღავლენენ ყოველდღიურად (დიდი მარხვის სადაგი დღეების გარდა).
 +
 +
ვინაიდან ლიტურგია ღვთის ერის „საერთო საქმეა“, იგი დღეში მხოლოდ ერთხელ აღევლინება. მასზე ეკლესიის ყველა წევრი უნდა შეიკრიბოს, მოძღვრის მეთაურობით, პატარა ბავშვებიც და ახალშობილებიც კი, რომლებიც ნათლობის დღიდან სრულად მონაწილეობენ ლიტურგიულ ზიარებაში. ყოველთვის ყველა, ყოველთვის ერთად – ასეთია საღვთო ლიტურგიის ტრადიციული მართლმადიდებლური განმარტება.
 +
 +
არ შეიძლება, ეს მსახურება, უბრალოდ, მრავალთაგან ერთ-ერთ მსახურებად ჩაითვალოს, ეს არ არის პირადი კეთილმოწესეობის აქტი, არც ლოცვა და არც ერთ-ერთი საიდუმლოთაგანი; საღვთო ლიტურგია არ ის ეკლესიის ცხოვრების თვითარსის ერთიანი საერთო საიდუმლო როგორც მიწაზე, ისე ზეცად.
 +
 +
მართლმადიდებლობაში არსებული ორი ლიტურგია წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა [[ბასილი დიდი]]ს სახელს ატარებს. სავარაუდოდ, მათი თავდაპირველი სახე არ იყო ისეთი, როგორც ჩვენ დღეს ვასრულებთ, მაგრამ მათი ევქარისტიული ლოცვები შედგენილ იქნა IV და V საუკუნეებში, ამ წმინდანთა ცხოვრების პერიოდში, ხოლო თითოეულმა მათგანმა თავისი დღევანდელი ფორმა უკვე IX საუკუნის შემდეგ მიიღო.
 +
 +
ლიტურგია იყოფა ორნაწილად: „კათაკმეველთა ლიტურგიად“ და „მართალთა ლიტურგიად”. პირველი ნაწილი არის მორწმუნეთა შეკრება. ის მომდინარეობს სინაგოგებში უფლის სიტყვის მოსასმენად ძველი აღთქმისეული შეკრებიდან. მეორე ნაწილია ევქარისტიული მსხვერპლი. ძველაღ თქმაში მისი პირველსახე იყო სატაძრო ღვთისმსახურება, რომელზეც მღვდელი თავისი ხალხის სახელით ღმერთს მსხვერპლს სწირავდა და როცა იხსენიებოდა გამოსახსნელი გამოსვლა ეგვიპტიდან – ძველი აღთქმის პასექი.
 +
 +
ახალი აღთქმის ეკლესიაში უფლის ცოცხალი სიტყვა გახდა ქრისტე და ამიტომ ლიტურგიის პირველ ნაწილში იკითხება სახარება და სამოციქულო ეპისტოლეები ქრისტეს შესახებ. ახალი აღთქმის ეკლესიის მთავარი მაცხოვნებელი მოვლენა კი არის ერთადერთი, სრულყოფილი და მარადიული მსხვერპლი იესო ქრისტესი, რომელიც თავად არის ქვეყნიერების ხსნისათვის დაკლული ღვთის ტარიგი, ჩვენი ახალი პასექი.
 +
 +
მრავალი საუკუნის განმავლობაში ლიტურგიის პირველ ნაწილზე დაიშვებოდა ყველა მსურველი, მეორე ნაწილზე კი რჩებოდნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ეკლესიაში ნათლობითა და მირონცხებით ქრისტესთან დაიწინდნენ. მოუნათლავებისათვის დაუშვებელი იყო წმინდა ძღვნის შეწირვისა და ზიარების ყურებაცკი. ამიტომ პირველ ნაწილს ეწოდა „ლიტურგია კათაკმევლებისა“, ე. ი. მათი, რომელთა ნათლობისათვის მზადყოფნა გაცხადებულია. და თუმცა, დღეს არაქრისტიანებსაც კი უშვებენ მართალთა ლიტურგიაზე, ზიარება ნებადართულია მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის.
  
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
 
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]]
 
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]]

მიმდინარე ცვლილება 01:21, 26 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ლიტურგია - (ეტიმ. ბერძ. léiton érgon „საზოგადო საქმე“) როცა ეკლესია, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „შეკრებას“, ერთად იკრიბება ღვთისმსახურებაზე, როგორც ღვთის ერი, ამას ჰქვია — ლიტურგია. სიტყვა „ლიტურგია“ ნიშნავს ერთობლივ საქმეს ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებას, აღსრულებულს ყველას სასიკეთოდ. ამრიგად, ქრისტიანული ეკლესიის საღვთო ლიტურგია არის ღმერთისა და მისი ერის ერთობლივი მოქმედება.

ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ტარდება იერუსალიმში მოსეს სჯულის მიხედვით და იგი თავის თავში მოიცავდა დღესასწაულებს, მარხვებს, კერძო ლოცვებსა და მსახურებებს, რომლებსაც იუდეველები აღასრულებდნენ თავიანთ სახლებსა და სინაგოგებში. სიტყვა „სინაგოგა“ ნიშნავს „შესაკრებელ სახლს“; სინაგოგები არ არის ტაძარი, რადგან სჯულის მიხედვით, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ტაძარი, იერუსალიმში, სადაც ღვთისმსახურებას აღავლენდნენ მღვდლები, ხოლო სინაგოგებში იუდეველები იკრიბებოდნენ ლოცვისთვის, წმინდა წერილის შესასწავლად, უფლის სიტყვის საქადაგებლად და მასზე ფიქრისთვის.

ქრისტიანულმა ეკლესიამ კი არ უარყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურება, არამედ იგი ჩართო ახალ, მარადიულ პერსპექტივაში. ეკლესია ძველი აღთქმის ლოცვებს, წიგნებსა და ფსალმუნებს ხედავს ქრისტეს თვალთახედვით. ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლმა შეცვალა მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმის ტაძარში, ხოლო „საუფლო დღემ“ – კვირამ ჩაანაცვლა ებრაული შაბათი. ასევე, ახალი მნიშვნელობა შეიძინა ებრაულმა დღესასწაულებმა; მაგალითად, მთავარი დღესასწაული – პასექი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული; ერგასობის დღესასწაული იქცა სულიწმინდის (რომელიც აღასრულებს ძველი აღთქმის სჯულს) გარდამოსვლის დღესასწაულად... ამგვარად, მთელი ქრისტიანული ლიტურგიკული წელი აგებულია ძველი აღთქმის ლიტურგიკული ციკლის მიხედვით.

ეკლესიამ განავითარა ძველი აღთქმის ღვთისმსახურებიდან აღმოცენებული თავისი საიდუმლოებების განსაკუთრებული ქრისტიანული ფორმები – ნათლისღება წმინდა სამების სახელით, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, ზეთისცხება და მღვდელთა ხელდასხმა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში შეიქმნა ნამდვილი და უშრეტელი საგანძური საკუთრივ ქრისტიანული ლოცვებისა, კურთხევების, ქრისტიანული დღესასწაულების, ახალი აღთქმის მოვლენებისა და წმინდანთა ღვაწლის მოგონებისა.

ასე ერთიანდება ერთ მთლიანობად საეკლესიო ღვთისმსახურებაში წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა და ასე, ლოცვისა და ღვთისმსახურების საშუალებით, ადამიანები „ღმრთის სწავლულ“ იქნებიან, როცა მესია მოვა, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველ ესაიას მიერ (იოანე, 6:45)

[რედაქტირება] მართლმადიდებლების საღვთო ლიტურგია

მართლმადიდებლები საღვთო ლიტურგიას ყოველთვის ასრულებენ „შაბათის მომდევნო დღეს“, რომელიც სიმბოლოა ერთდროულად შესაქმის პირველი და უკანასკნელი დღისა; მას წმინდა გარდამოცემა „მერვე დღესაც“ უწოდებს. ეს არის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე, ღვთის მსჯავრისა და გამარჯვების დღე, ნაწინასწარმეტყველები წინასწარმეტყველთა მიერ, საუფლო დღე, რომელიც უკვე აქ, ამ ქვეყნიერების ცხოვრებაში გვიცხადებს „მომავალი სასუფევლის“ მყოფობასა და ძალას.

კვირის გარდა ლიტურგია აღევლინება ყველა დღესასწაულზე, ხოლო მონასტრებში, დიდ ტაძრებსა და ზოგიერთ სამრევლო ეკლესიაში მას აღავლენენ ყოველდღიურად (დიდი მარხვის სადაგი დღეების გარდა).

ვინაიდან ლიტურგია ღვთის ერის „საერთო საქმეა“, იგი დღეში მხოლოდ ერთხელ აღევლინება. მასზე ეკლესიის ყველა წევრი უნდა შეიკრიბოს, მოძღვრის მეთაურობით, პატარა ბავშვებიც და ახალშობილებიც კი, რომლებიც ნათლობის დღიდან სრულად მონაწილეობენ ლიტურგიულ ზიარებაში. ყოველთვის ყველა, ყოველთვის ერთად – ასეთია საღვთო ლიტურგიის ტრადიციული მართლმადიდებლური განმარტება.

არ შეიძლება, ეს მსახურება, უბრალოდ, მრავალთაგან ერთ-ერთ მსახურებად ჩაითვალოს, ეს არ არის პირადი კეთილმოწესეობის აქტი, არც ლოცვა და არც ერთ-ერთი საიდუმლოთაგანი; საღვთო ლიტურგია არ ის ეკლესიის ცხოვრების თვითარსის ერთიანი საერთო საიდუმლო როგორც მიწაზე, ისე ზეცად.

მართლმადიდებლობაში არსებული ორი ლიტურგია წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა ბასილი დიდის სახელს ატარებს. სავარაუდოდ, მათი თავდაპირველი სახე არ იყო ისეთი, როგორც ჩვენ დღეს ვასრულებთ, მაგრამ მათი ევქარისტიული ლოცვები შედგენილ იქნა IV და V საუკუნეებში, ამ წმინდანთა ცხოვრების პერიოდში, ხოლო თითოეულმა მათგანმა თავისი დღევანდელი ფორმა უკვე IX საუკუნის შემდეგ მიიღო.

ლიტურგია იყოფა ორნაწილად: „კათაკმეველთა ლიტურგიად“ და „მართალთა ლიტურგიად”. პირველი ნაწილი არის მორწმუნეთა შეკრება. ის მომდინარეობს სინაგოგებში უფლის სიტყვის მოსასმენად ძველი აღთქმისეული შეკრებიდან. მეორე ნაწილია ევქარისტიული მსხვერპლი. ძველაღ თქმაში მისი პირველსახე იყო სატაძრო ღვთისმსახურება, რომელზეც მღვდელი თავისი ხალხის სახელით ღმერთს მსხვერპლს სწირავდა და როცა იხსენიებოდა გამოსახსნელი გამოსვლა ეგვიპტიდან – ძველი აღთქმის პასექი.

ახალი აღთქმის ეკლესიაში უფლის ცოცხალი სიტყვა გახდა ქრისტე და ამიტომ ლიტურგიის პირველ ნაწილში იკითხება სახარება და სამოციქულო ეპისტოლეები ქრისტეს შესახებ. ახალი აღთქმის ეკლესიის მთავარი მაცხოვნებელი მოვლენა კი არის ერთადერთი, სრულყოფილი და მარადიული მსხვერპლი იესო ქრისტესი, რომელიც თავად არის ქვეყნიერების ხსნისათვის დაკლული ღვთის ტარიგი, ჩვენი ახალი პასექი.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ლიტურგიის პირველ ნაწილზე დაიშვებოდა ყველა მსურველი, მეორე ნაწილზე კი რჩებოდნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ეკლესიაში ნათლობითა და მირონცხებით ქრისტესთან დაიწინდნენ. მოუნათლავებისათვის დაუშვებელი იყო წმინდა ძღვნის შეწირვისა და ზიარების ყურებაცკი. ამიტომ პირველ ნაწილს ეწოდა „ლიტურგია კათაკმევლებისა“, ე. ი. მათი, რომელთა ნათლობისათვის მზადყოფნა გაცხადებულია. და თუმცა, დღეს არაქრისტიანებსაც კი უშვებენ მართალთა ლიტურგიაზე, ზიარება ნებადართულია მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის.

[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები