ინანი
(ახალი გვერდი: '''ინანი''' – ერთი ქალი წისქვილში ყოფილა, ინანი რქმე...) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
:::ინანის დედა ინანდა ინანის გამოგდებასო,<br /> | :::ინანის დედა ინანდა ინანის გამოგდებასო,<br /> | ||
:::ინანი კი არას ინანდა ოქროს აკვანის რწევასავ. | :::ინანი კი არას ინანდა ოქროს აკვანის რწევასავ. | ||
| + | |||
ტყუპი ბიჭები გაუჩენია, ოქროს ქოჩრიანები. დედა რომ დაუნახავს, ჩაუვლია აკვნებისთვის ინანს ხელი, კლდე გახსნილა და შიგ შესულა აკვნებიანად. მერე კლდე ისევ გამრთელებულა. | ტყუპი ბიჭები გაუჩენია, ოქროს ქოჩრიანები. დედა რომ დაუნახავს, ჩაუვლია აკვნებისთვის ინანს ხელი, კლდე გახსნილა და შიგ შესულა აკვნებიანად. მერე კლდე ისევ გამრთელებულა. | ||
მიმდინარე ცვლილება 17:33, 15 იანვარი 2020 მდგომარეობით
ინანი – ერთი ქალი წისქვილში ყოფილა, ინანი რქმევია სახელად. დასძინებია და დილას დაორსულებულს გამოღვიძებია. არ იცის, ვისაგან არის ორსული. მუცელი რომ დასტყობია, დედას შინიდან გამოუგდია, რად შეგვარცხვინე, სადაც დაორსულდი, ადექი და იქ წადიო. წასულა ეს ქალი ტირილით ისევ წისქვილში, იძახის: ტყეო, კლდე-ღრენო, რანიც ხართ, ჯვარნი ხართ თუ ეშმაკნი, ქაჯნი თუ კაცნი, როგორც გამაუბედურეთ, ისე ჩამიბარეთო. გაღებულა ერთი კლდე და ერთი ნაბდიანი კაცი გამოსულა, მოუხვევია ქალისთვის ხელი, შეუყვანია და კლდე ისევ დახურულა.
მერე დედას უნანია ქალის გაგდება და მთელი ხევ-ჭალა მოუვლია „ინანის“ ძახილით. ერთხელაც იმ წისქვილისკენ გაუვლია და, ხედავს, კლდის ძირში ინანი ზის, აქეთ-იქით ოქროს აკვნები უდგას და არწევს, თან მღერის:
- ინანის დედა ინანდა ინანის გამოგდებასო,
- ინანი კი არას ინანდა ოქროს აკვანის რწევასავ.
- ინანის დედა ინანდა ინანის გამოგდებასო,
ტყუპი ბიჭები გაუჩენია, ოქროს ქოჩრიანები. დედა რომ დაუნახავს, ჩაუვლია აკვნებისთვის ინანს ხელი, კლდე გახსნილა და შიგ შესულა აკვნებიანად. მერე კლდე ისევ გამრთელებულა.