ხოჩიჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხოჩიჩი''' − ჩვილი ბავშვის საწოლის უძველესი მარტივი ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:XoWiWi.jpg|thumb|300პქ|ხოჩიჩი]]
 
'''ხოჩიჩი''' − ჩვილი ბავშვის [[საწოლი|საწოლის]] უძველესი მარტივი სახე, რომელიც [[აკვანი|აკვანის]] მაგივრობას სწევდა. ბავშვს აკვანში გადაყვანამდე თავდაპირველად ხოჩიჩში აწვენდნენ. ხოჩიჩი  ბავშვის ზომაზე ოდნავ მოზრდილ სწორ ფიცარს ანდა ყავარს წარმოადგენდა, რომელზეც ქვეშაგები იყო დაგებული. მასზე [[არტახები|არტახებით]] საფენში შეხვეულ ბავშვს დააწვენდნენ და დააკრავდნენ. საერთოდ, ხოჩიჩი ადრე ხის, უმეტესად, ბლის, ზოგჯერ კი − [[ცაცხვი|ცაცხვის]] გამხმარი ქერქისაგან კეთდებოდა, ზოგჯერ ცხვრის ტყავიც გამოიყენებოდა. იგი ვარცლივით ამოღრმავებული იყო და საგებში შეხვეული ბავშვი მასში მოხერხებულად თავსდებოდა. [[სულხან-საბა ორბელიანი]] ხოჩიჩს „მცირე აკვნის” სახით განმარტავდა.  
 
ხაზი 11: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ავეჯი]]
 
[[კატეგორია:ავეჯი]]
 +
[[კატეგორია:საწოლი]]

მიმდინარე ცვლილება 16:32, 16 სექტემბერი 2021 მდგომარეობით

ხოჩიჩი

ხოჩიჩი − ჩვილი ბავშვის საწოლის უძველესი მარტივი სახე, რომელიც აკვანის მაგივრობას სწევდა. ბავშვს აკვანში გადაყვანამდე თავდაპირველად ხოჩიჩში აწვენდნენ. ხოჩიჩი ბავშვის ზომაზე ოდნავ მოზრდილ სწორ ფიცარს ანდა ყავარს წარმოადგენდა, რომელზეც ქვეშაგები იყო დაგებული. მასზე არტახებით საფენში შეხვეულ ბავშვს დააწვენდნენ და დააკრავდნენ. საერთოდ, ხოჩიჩი ადრე ხის, უმეტესად, ბლის, ზოგჯერ კი − ცაცხვის გამხმარი ქერქისაგან კეთდებოდა, ზოგჯერ ცხვრის ტყავიც გამოიყენებოდა. იგი ვარცლივით ამოღრმავებული იყო და საგებში შეხვეული ბავშვი მასში მოხერხებულად თავსდებოდა. სულხან-საბა ორბელიანი ხოჩიჩს „მცირე აკვნის” სახით განმარტავდა.

აჭარის გარდა ხოჩიჩი, იგივე, ხოჭიჭი ცნობილი იყო გურიაში, იმერეთში, ქართლის ბარში, კახეთში, ქიზიყში. აჭარაში ხოჩიჩი ბავშვის ზომაზე ოდნავ დიდი სწორი ფიცარი ანდა ყავარი იყო, რომელზედაც, როგორც ითქვა, ქვეშაგები იყო დაგებული. მასზე არტახებით საფენებში შეხვეულ ბავშვს დააკრავდნენ. ახალშობილს ძველმანებში − მამის ხალათში ანდა დედის კაბაში შეახვევდნენ და ხოჩიჩში ისე ჩააწვენდნენ. რადგან ხოჩიჩი ნავისბურად ამოღრმავებული, ნავის ფორმისა იყო, ამიტომ, ზოგჯერ, მომშობიარებულ ქალს მას ლოგინშიც კი უდგამდნენ. ხოჩიჩს ქვემოდან შიბაქი უკეთდებოდა, რომელიც თიხის პატარა ჭურჭელში იყო ჩასმული. ასეთ საწოლს ძირითადად ბავშვის აკვანში ჩაწვენამდე ხმარობდნენ. ბავშვი ხოჩიჩში სამი დღე იმყოფებოდა. ხოჩიჩის განვითარების შედეგად აკვნის ფორმა ჩამოყალიბდა. ლიტერატურაში აღიარებულია, რომ ხოჭიჭის აკვნად განვითარების პირველ ეტაპს მთიულური აკვნის არქაული ტიპი წარმოადგენდა. იგი ოთკუთხა ფორმის ხის მოგრძო ყუთი იყო. გვერდით ფიცრებთან შედარებით მისი თავ-ბოლო ფიცრები მომაღლო იყო, რომელზეც ხელტარი იყო დაჭედილი. საყოველთაოდ ცნობილი აკვანიც აჭარაში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეში, ხოჩიჩის განვთარების შედეგად ჩამოყალიბდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:908; ჩიტაია, 1975; 2001:614; ნოღაიდელი, 1971:31-35; 2014:315; მსხალაძე, 1965:44; 1969:26-34; ვარშალომიძე, 1987:82.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები