ქაჯავეთის განძი
(ახალი გვერდი: '''ქაჯავეთის განძი''' – [[ქაჯავეთის ლაშქრობა|ქაჯავეთის დალაშქვ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ქართული მითები]] | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:თქმულებები გახუა მეგრელაურზე]] | ||
15:55, 1 მაისი 2020-ის ვერსია
ქაჯავეთის განძი – ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ წამოღებული ნადავლის ერთობლიობა, რომელიც უპირატესად მჭედლური კულტურის საგნებისგან შედგება და რომლებიც ყოფაცხოვრებაში გამოიყენება, მაგრამ ქაჯავეთიდან წამოღებულთ ყველას საკულტო დანიშნულება აქვთ. ესენია: თასი, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, ოქროს ფანდური, ათძალიანი ოქროს საცერი, ქურთემული (დიდი გრდემლი), ფურის რქა. თითოეული მათგანი გამოხატავს საყმოს ერთიანობას (კონსოლიდაციას) და მის კავშირს ღვთისშვილთან. თასის საშუალებით ყმები ეზიარებიან წმიდა სასმელს; ზარი ხმიერად აერთიანებს საყმოს, მოუწოდებს მათ სალოცავისკენ; საკიდელი წარსულში წინაპრებთან, აწმყოში ერთმანეთთან და მთელი საყმოს ჯვართან კავშირს გამოხატავს; ფანდურის ჰანგები და წარმოთქმული სიტყვები აგონებენ წარსულს; საცერში გაცრილი წმიდა ფქვილით გამომცხვარი კვერები ჯვარის კარზე მისატანად არის გამიზნული (სადაგ დღეებში გაცრილი ფქვილისგან გამომცხვარ პურს არ ჭამენ); ქურთემული მჭედლობის საქმის სიმბოლოა და, როგორც საიდუმლო საგანი, ჯვარის კვრივში ინახება, ყველა გრდემლი, რომელიც კი სამჭედლოშია, მის ყაიდაზე არის დამზადებული; ფურის რქა არის საწყაო, რომლითაც აიწყვება სადღესასწაულო ლუდისთვის საკმარისი ქერი (არც მეტი, არც ნაკლები). თავად ქაჯავეთური ფურის რქა, როგორც ეტალონი, კვრივში ინახება საფარველდადებული, მისი ოდენობის საწყაო კი – ჯვარში.