თენგიზ აბულაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] | ||
[[კატეგორია:ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის ლაურეატები]] | [[კატეგორია:ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის ლაურეატები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები | + | [[კატეგორია:1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები ]] |
[[კატეგორია:აბულაძეები]] | [[კატეგორია:აბულაძეები]] | ||
17:18, 5 ივნისი 2020-ის ვერსია
თენგიზ აბულაძე – (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი – გ. 6 მარტი, 1994). საქართველოს სახალხო არტისტი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი; მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის ლაურეატი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
განათლება – მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1953).
სამუშაო გამოცდილება:
- კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორი 1953 წლიდან;
- პირველი შემოქმედებითი გაერთიანების მხატვრული ხელმძღვანელი 1974 წლიდან;
- თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-94): პროპორციული წესით, №2 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.