თენგიზ აბულაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თენგიზ აბულაძე – (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი – გ. 6 მარტი, 1994). საქართველოს სახალხო არტისტი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი; მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის ლაურეატი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
განათლება – მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1953).
სამუშაო გამოცდილება:
- კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორი 1953 წლიდან;
- პირველი შემოქმედებითი გაერთიანების მხატვრული ხელმძღვანელი 1974 წლიდან;
- თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-94): პროპორციული წესით, №2 მრავალმანდატიანი ოლქი, ბლოკი „მშვიდობა“.