განიმედესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''განიმედესი''' – ''(ბერძნ.)'' [[ტროა]]ს მეფის, [[ტროსი]]სა და ნიმფა [[კალიოპე]]ს ძე. | '''განიმედესი''' – ''(ბერძნ.)'' [[ტროა]]ს მეფის, [[ტროსი]]სა და ნიმფა [[კალიოპე]]ს ძე. | ||
| − | მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკი განიმედესი იხილა [[ზევსი|ზევსმა]], მოეწონა და თან წაიყვანა [[ | + | მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკი განიმედესი იხილა [[ზევსი|ზევსმა]], მოეწონა და თან წაიყვანა [[ოლიმპოსი|ოლიმპოსზე]]. მას შემდეგ იგი სუფრასთან მსხდომ ღმერთებს მერიქიფეობას უწევდა, თან ზევსის საყვარელი ჭაბუკი იყო. მითის სხვა ვერსიის თანახმად, განიმედესი მოიტაცა არწივად გარდასახულმა ზევსმა (ან ზევსის |
არწივმა). მეფე ტროსს – კი დასამშვიდებლად უბოძა ეტლი, რომელშიც უკვდავი ცხენები იყო შებმული. | არწივმა). მეფე ტროსს – კი დასამშვიდებლად უბოძა ეტლი, რომელშიც უკვდავი ცხენები იყო შებმული. | ||
16:01, 23 დეკემბერი 2016-ის ვერსია
განიმედესი – (ბერძნ.) ტროას მეფის, ტროსისა და ნიმფა კალიოპეს ძე.
მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკი განიმედესი იხილა ზევსმა, მოეწონა და თან წაიყვანა ოლიმპოსზე. მას შემდეგ იგი სუფრასთან მსხდომ ღმერთებს მერიქიფეობას უწევდა, თან ზევსის საყვარელი ჭაბუკი იყო. მითის სხვა ვერსიის თანახმად, განიმედესი მოიტაცა არწივად გარდასახულმა ზევსმა (ან ზევსის არწივმა). მეფე ტროსს – კი დასამშვიდებლად უბოძა ეტლი, რომელშიც უკვდავი ცხენები იყო შებმული.
ხელოვნებაში განიმედესს წარმოსახავენ ლამაზ ჭაბუკად თასით ხელში. მას ხატავდნენ მიქელანჯელო, ტიციანი, კორეჯო, რემბრანტი და სხვები.
გადატანითი მნიშვნელობით, ზოგჯერ ოფიციანტს განიმედესად უხმობენ.