გერგეტის სამება
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gergetis sameba.JPG|thumb|300pq|გერგეტის სამება]] | [[ფაილი:Gergetis sameba.JPG|thumb|300pq|გერგეტის სამება]] | ||
| − | '''გერგეტის სამება''' | + | '''გერგეტის სამება''' − (ინგლ. Gergeti Trinity Church), XIV საუკუნის I ნახევრის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი, გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, [[სამრეკლო]], [[გალავანი]]. |
| + | |||
| + | ====თქმულება გერგეტის სამებაზე==== | ||
| + | [[ქართლი]]ს, [[კახეთი|კახეთისა]] და [[იმერეთი]]ს მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ [[მცხეთა]]ში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია: | ||
– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, [[სამება|სამებაც]] იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც [[ჯვარი]] აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია. | – მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, [[სამება|სამებაც]] იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც [[ჯვარი]] აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია. | ||
| − | ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: | + | ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა [[საძირკველი (ნაგებობის)|საძირკველი]] პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: |
– წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო. | – წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო. | ||
| ხაზი 11: | ხაზი 14: | ||
ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის [[წყარო|წყაროდან]] მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების [[დეკანოზი|დეკანოზები]] ახალწელს პირველად ამწყალობებენ. | ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის [[წყარო|წყაროდან]] მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების [[დეკანოზი|დეკანოზები]] ახალწელს პირველად ამწყალობებენ. | ||
| + | |||
| + | ====ისტორია==== | ||
| + | ჯვრის უღელტეხილის გადაღმა „მყინვარის კალთასა ზედა“ (ვახუშტი ბატონიშვილი) აღმართული ხევის უმთავრესი სალოცავი გერგეტის სამების ტაძარი და სამრეკლო, მყინვარწვერის ქათქათა თეთრ ფონზე გამოკვეთილი არასდროს ქრება, არც უფერულდება და წელიწადის ყველა დროს უფლის სასწაულივით წარმოუდგება ადამიანს თვალწინ. | ||
| + | |||
| + | ისტორიული წყაროების თანახმად ([[თეიმურაზ ბაგრატიონი]], „ივერიის ისტორია“), ადრე, გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ტაძრის აშენების შემდეგ საქართველოს მეფემ [[გიორგი ბრწყინვალე]]მ (1318-1346 წწ.) ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დაავალა, რასაც ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. გერგეტის სამება [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოვლიდან]] გამოხიზნული სიწმინდეების, „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი [[ქრისტიანობა|ქრისტიანების]] ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – [[წმინდა ნინო]]ს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. | ||
| + | |||
| + | გერგეტის ტაძარი მთელი კავკასიის მთიელთა სალოცავი იყო. მოდიოდნენ არა მარტო [[ქართველები|ქართველი]], არამედ ჩრდილო კავკასიელი ხალხებიც. ხელოვნებათმცოდნე თ. სანიკიძის ცნობით ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-80-იან წლებში აქ შეხვდებოდით ინგუშებს, ჩეჩნებს, დაღესტნელებს, რომლებიც პირჯვარის წერის გარდა, ყველა რიტუალში იღებდნენ მონაწილეობას [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლით]] ხელში. | ||
| + | |||
| + | ====აღწერილობა==== | ||
| + | ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო ეტაპზეა აგებული. ამაზე მისი გეგმარება, სივრცე-მასების წყობა და ორნამენტაცია მეტყველებს. ეკლესიას მარტივი სტრუქტურა აქვს. გეგმა ჯვარ-გუმბათოვანია, ორი გუმბათქვეშა ბოძით და [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ნახევარწრიული [[აფსიდი]]თ გარეთა მართკუთხედის ფარგლებში (11.9x15.6 მ). ნაგებია გათლილი [[ანდეზიტი]]ს კვადრებითა და [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ, აქვს ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. | ||
| + | |||
| + | ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული [[გუმბათი]] ქმნის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები გვერდითებს ორჯერ აღემატება. გუმბათი აღმოსავლეთით დაყრდნობილია საკურთხევლის კედლის [[შვერილი|შვერილებსა]] და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ [[სვეტი|სვეტზე]]. სამი მკლავი ოთხკუთხაა, აღმოსავლეთის კი აფსიდითაა დასრულებული. საკურთხევლის ცენტრში დგას მართკუთხა [[ტრაპეზი]]. აფსიდის მარცხნივ და მარჯვნივ, ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციის თანახმად, მართკუთხა მოხაზულობის [[სადიაკვნე]] და [[სამკვეთლო|სამკვეთლოა]] განთავსებული. მათ ზემოთ, ე.წ. სამალავი ოთახებია მოწყობილი, კონქსზედა სივრცეში გამავალი ხვრელებით. მეორე სართულის „ოთახებში“ შესვლა სადიაკვნეს [[კამარა]]ში გაკეთებული ხვრელიდანაა შესაძლებელი. ნაგებობის თავისებურებაა ყველა მკლავის თავზე დიდი და პატარა სათავსების არსებობაა, რაც, შესაძლოა, ტაძრის მთავარმა დანიშნულებამ გამოიწვია, ის საგანძურის საცავად იყო აგებული. სამალავების მოწყობამ გამოიწვია შიდა სივრცის უჩვეულო დადაბლება და, შესაბამისად, გუმბათის ყელის ამაღლება ტაძრის პროპორციებთან მიმართებაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გარედან ასეთი ასიმეტრიულობა არ იგრძნობა. გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი [[თაღი|თაღებითაა]] შემოფარგლული. [[სარკმელი|სარკმლების]] შემომყოლ ორნამენტიან [[არშია (არქიტექტურა)|არშიას]] გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. ტაძრის [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] თითქმის ჩაბნელებულია მინიმუმამდე დაყვანილი სარკმლების გამო. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი [[ცრუ სარკმელი|ცრუ სარკმლებია]] განლაგებული. ინტერიერი შემოსილია თლილი ქვით და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მხატვრობა თავიდანვე არ ჰქონდა. შემორჩენილი [[ფრესკა|ფრესკის]] ფრაგმენტები საკმაოდ გვიანდელია. გვინდელია [[კანკელი]]ც. | ||
| ხაზი 18: | ხაზი 33: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:ქართული მითები]] | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია:სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები]] | ||
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]] | [[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]] | ||
13:38, 27 მაისი 2022-ის ვერსია
გერგეტის სამება − (ინგლ. Gergeti Trinity Church), XIV საუკუნის I ნახევრის ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი, გერგეტის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.
სარჩევი |
თქმულება გერგეტის სამებაზე
ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია:
– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია.
ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს:
– წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო.
ასეც მოქცეულან და ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბაჩხიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამების საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალწელს გერგეტელები პირველად ამ ხურთისელ ბაჩხიძეს ამწყალობებენ.
ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის წყაროდან მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების დეკანოზები ახალწელს პირველად ამწყალობებენ.
ისტორია
ჯვრის უღელტეხილის გადაღმა „მყინვარის კალთასა ზედა“ (ვახუშტი ბატონიშვილი) აღმართული ხევის უმთავრესი სალოცავი გერგეტის სამების ტაძარი და სამრეკლო, მყინვარწვერის ქათქათა თეთრ ფონზე გამოკვეთილი არასდროს ქრება, არც უფერულდება და წელიწადის ყველა დროს უფლის სასწაულივით წარმოუდგება ადამიანს თვალწინ.
ისტორიული წყაროების თანახმად (თეიმურაზ ბაგრატიონი, „ივერიის ისტორია“), ადრე, გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ტაძრის აშენების შემდეგ საქართველოს მეფემ გიორგი ბრწყინვალემ (1318-1346 წწ.) ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დაავალა, რასაც ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. გერგეტის სამება სვეტიცხოვლიდან გამოხიზნული სიწმინდეების, „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
გერგეტის ტაძარი მთელი კავკასიის მთიელთა სალოცავი იყო. მოდიოდნენ არა მარტო ქართველი, არამედ ჩრდილო კავკასიელი ხალხებიც. ხელოვნებათმცოდნე თ. სანიკიძის ცნობით ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-80-იან წლებში აქ შეხვდებოდით ინგუშებს, ჩეჩნებს, დაღესტნელებს, რომლებიც პირჯვარის წერის გარდა, ყველა რიტუალში იღებდნენ მონაწილეობას სანთლით ხელში.
აღწერილობა
ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო ეტაპზეა აგებული. ამაზე მისი გეგმარება, სივრცე-მასების წყობა და ორნამენტაცია მეტყველებს. ეკლესიას მარტივი სტრუქტურა აქვს. გეგმა ჯვარ-გუმბათოვანია, ორი გუმბათქვეშა ბოძით და საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით გარეთა მართკუთხედის ფარგლებში (11.9x15.6 მ). ნაგებია გათლილი ანდეზიტის კვადრებითა და აგურით, აქვს ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან.
ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები გვერდითებს ორჯერ აღემატება. გუმბათი აღმოსავლეთით დაყრდნობილია საკურთხევლის კედლის შვერილებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. სამი მკლავი ოთხკუთხაა, აღმოსავლეთის კი აფსიდითაა დასრულებული. საკურთხევლის ცენტრში დგას მართკუთხა ტრაპეზი. აფსიდის მარცხნივ და მარჯვნივ, ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციის თანახმად, მართკუთხა მოხაზულობის სადიაკვნე და სამკვეთლოა განთავსებული. მათ ზემოთ, ე.წ. სამალავი ოთახებია მოწყობილი, კონქსზედა სივრცეში გამავალი ხვრელებით. მეორე სართულის „ოთახებში“ შესვლა სადიაკვნეს კამარაში გაკეთებული ხვრელიდანაა შესაძლებელი. ნაგებობის თავისებურებაა ყველა მკლავის თავზე დიდი და პატარა სათავსების არსებობაა, რაც, შესაძლოა, ტაძრის მთავარმა დანიშნულებამ გამოიწვია, ის საგანძურის საცავად იყო აგებული. სამალავების მოწყობამ გამოიწვია შიდა სივრცის უჩვეულო დადაბლება და, შესაბამისად, გუმბათის ყელის ამაღლება ტაძრის პროპორციებთან მიმართებაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გარედან ასეთი ასიმეტრიულობა არ იგრძნობა. გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტიან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. ტაძრის ინტერიერი თითქმის ჩაბნელებულია მინიმუმამდე დაყვანილი სარკმლების გამო. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული. ინტერიერი შემოსილია თლილი ქვით და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მხატვრობა თავიდანვე არ ჰქონდა. შემორჩენილი ფრესკის ფრაგმენტები საკმაოდ გვიანდელია. გვინდელია კანკელიც.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)