ოსეფაანთ კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოსეფაანთ კოშკი''' - კოშკი მდებარეობს, საქართველოში, შიდა [...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ოსეფაანთ კოშკი''' - [[კოშკი]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, | + | '''ოსეფაანთ კოშკი''' - [[კოშკი]] მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტში]], სოფელ ზემო ჩოჩეთის ოსეფაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
16:17, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
ოსეფაანთ კოშკი - კოშკი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ჩოჩეთის ოსეფაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,3 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის ქვედა ნაწილი. კოშკის შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულის დასავლეთ კუთხეშია. პირველი სართული მეორეს დასავლეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა. მეორე სართულს ხის კოჭებზე მოწყობილი გადახურვა ჰქონია. ამ სართულზე კედლის სისქის შესამცირებლად დიდი ზომის ნიშებია დატანებული. ნიშების უმეტესობა თაღოვანია და თითოეული სამ-სამი სათოფურითაა აღჭურვილი. ჩრდილოეთ კედელში ბუხარია. მეორე სართული მესამეს სამხრეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდება.