ლისი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]] | [[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]] | ||
14:09, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია
ლისი - სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ლისის ტბის დასავლეთით, მცხეთიდან 25 კმ-ზე.
წერილობით წყაროებში ლისი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1523 წლით დათარიღებული სიგელის მიხედვით სოფელი ბარათაშვილების საგვარეულო საკუთრებაა. 1578 წელს ოსმალთა შემოსევის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი აიყარა და ხიზნად წავიდა
1625 წელს ლისი თბილისის ციხეში მყოფმა ყიზილბაშთა გარნიზონმა დაარბია. გადასწვა სახლები და დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში. ლისიდან გაბრუნებულ მტრის რაზმს მოულოდნელად თავს დაესხა გიორგი სააკაძე 60 კაცით. ამ ბრძოლაში მტერმა 700-მდე კაცი დაკარგა და სასტიკი მარცხი განიცადა. XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ლისი თარხან-მოურავების საგვარეულო საკუთრებაში გადავიდა.