ტყვიავის ციხე-დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია:საცხოვრებელი ნაგებობები]]

16:06, 14 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ტყვიავის ციხე-დარბაზი - ტყვიავის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის ცენტრში, ვაკეზე. თარიღდება XVIII საუკუნით. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: რვაგვერდა კოშკი, დასავლეთის კოშკი, ჩრდილოეთის კოშკი და ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი.

ისტორია

კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე-დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც.

აღწერილობა

ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით; დიდ, წაკვეთილ ელიფსის ფორმის ჩრდილოეთის კოშკში (6,8X5,7მ) გამოყენებულია აგურიც. ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად აგებულია მოგრძო, რვაგვერდა კოშკი (11,3X8,2 მ). კოშკიდან ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. სავარაუდოა, რომ იგი ოთხსართულიანი მაინც იყო. ნაგებობის შემორჩენილ კედლებში მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ყოველ სართულზე თითო ბუხარია. დასავლეთით მიშენებული ცილინდრული კოშკიდან (3,9X4,9 მ) შემორჩენილია ოთხი სართული, მეორე კოშკიდან კი სამი. შესასვლელი თითოეულ კოშკს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. ყოველ სართულზე ბუხრები, სათოფურები და სარკმლებია. არის სამეურნეო დანიშნულების ნიშებიც. მეოთხე კოშკიდან (5,4X7,6 მ) სამი სართულია შემორჩენილი. შესასვლელი კოშკს პირველ სართულზე აქვს. კედლებში მრავალი სათოფურია. კართან ახლოს არის ჭა. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები