ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Aiowf.PNG|thumb|200pq|]] | + | [[ფაილი:Aiowf.PNG|thumb|200pq|AIOWF]] |
'''ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF)''' - საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცა. ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF) აერთიანებს ზამთრის [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებში]] | '''ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF)''' - საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცა. ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF) აერთიანებს ზამთრის [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებში]] | ||
მონაწილე სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც აღიარებულია [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს მიერ. | მონაწილე სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც აღიარებულია [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს მიერ. |
მიმდინარე ცვლილება 18:56, 11 თებერვალი 2021 მდგომარეობით
ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF) - საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცა. ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF) აერთიანებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.
AIOWF-ი დაარსდა 1982 წელს. AIOWF-ში შედის შვიდი ფედერაცია. AIOWF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ზამთრის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, ასევე, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალურ ასოციაციასთან (GAISF) დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.
AIOWF-ი მიზნებში შედის: მის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხარდაჭერა, ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და სხვ. AIOWF-ი თავის წარმომადგენლებს წარადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კომისიებში და სათათბიროსაკონსულტაციო ინსტიტუტებში. ასოციაციას მართავს პრეზიდენტისგან და ოთხი წევრისგან შემდგარი საბჭო, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა ფედერაციას წარმოადგენენ.
[რედაქტირება] ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (AIOWF) წევრები
- ბიათლონის საერთაშორისო კავშირი (IBU)
- ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაცია (IBSF)
- კერლინგის მსოფლიო ფედერაცია (WCF)
- ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (IIHF)
- ციგურაობის საერთაშორისო კავშირი (ISU)
- ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIL)
- თხილამურობის საერთაშორისო ფედერაცია (FIS)