აბანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Abano.jpg|thumb|250px|აბანო]]
 
[[ფაილი:Abano.jpg|thumb|250px|აბანო]]
'''აბანო''' - ადამიანთა ტანთ საბანელი, საგანგებო შენობა, სადაც ჰიდროტექნიკური ხერხებით მოწყობილ ნაგებობაში შემოედინება თბილი და ცივი წყლის ნაკადები.  
+
'''აბანო''' - ადამიანთა ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც ცხელ წყალთან ერთად, ოფლის ჭარბად გამოსაყოფად ხშირად იყენებენ ცხელ ჰაერს [მაგ., თურქული აბანო (ჰამამი), რომაული აბანო (თერმა), მშრალი საუნა], ორთქლს
  
 +
[მაგ., ფინური (საუნა), რუსული აბანო] ან მხოლოდ წყლით სა-
 +
ვსე სპეციალურ ხის კასრებს [იაპონური აბანო (სენტო)]. ასეთ
 +
 +
ხის კასრს ოფურო ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ წყალში
 +
 +
ადამიანის კანი არ სუნთქავს, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერა-
 +
ტურის გამო ოფლი მაინც დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც
 +
 +
უზრუნველყოფს კანის ფორებიდან ცხიმებისა და წიდის კარ-
 +
გად მოცილებას.
 
სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს: აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები), რომაულს აღმოსავლურს (სპარსული, თურქული).
 
სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს: აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები), რომაულს აღმოსავლურს (სპარსული, თურქული).
  

15:53, 22 დეკემბერი 2021-ის ვერსია

აბანო - ადამიანთა ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც ცხელ წყალთან ერთად, ოფლის ჭარბად გამოსაყოფად ხშირად იყენებენ ცხელ ჰაერს [მაგ., თურქული აბანო (ჰამამი), რომაული აბანო (თერმა), მშრალი საუნა], ორთქლს

[მაგ., ფინური (საუნა), რუსული აბანო] ან მხოლოდ წყლით სა- ვსე სპეციალურ ხის კასრებს [იაპონური აბანო (სენტო)]. ასეთ

ხის კასრს ოფურო ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ წყალში

ადამიანის კანი არ სუნთქავს, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერა- ტურის გამო ოფლი მაინც დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც

უზრუნველყოფს კანის ფორებიდან ცხიმებისა და წიდის კარ- გად მოცილებას. სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს: აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები), რომაულს აღმოსავლურს (სპარსული, თურქული).

საქართველოში უძველესი აბანოები აღმოჩენილია: არმაზისხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, გრემში, გორში და სხვაგან.

საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც ადამიანთა გემოვნების შესაფერისად სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა.

სარჩევი

თბილისური აბანოები

ჭრელი აბანო თბილისში

ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური აბანოები, რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და რუსეთის მმართველობის დამკვიდრების თანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლები. მიუხედავად მრავალგზის დანგრევისა XIX ს. დასასარულს თბილისის ერთ უბანში აქტიურად მოქმედებდა მეფე ერეკლეს, ჩარხის, მეითარის, სიონის, ბებუთას, მელიქაანთ, ციხის, ეინალისა და გრილის აბანოები.

ჰიგიენური საჭიროების გარდა გოგირდოვან წყალს გააჩნია სამკურნალო თვისება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. თბილისელი მოქალაქისათვის აბანო იქცა თავისებურ გასართობ ადგილადაც, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, ერთობოდნენ და ნადიმობდნენ კიდევაც, აქვე ხდებოდა სასძლოების გასინჯვა, ტუალეტისა და ტანისამოსის ჩვენება, ტანსაცმლის დარეცხვა და სხვ. თბილისური აბანოს განუყრელ პერსონაჟს წარმოადგენდა მექისე, რომელიც კლიენტს სხეულის განბანვის გარდა უტარებდა მასაჟს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა აქაური ტანთბანვის პროცესს.

ლიტიტერატურა

გ. გოცირიძე, აბანოები ძველ თბილისში. მსე ტ. XXVI, 2004, ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951. ე. ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ქისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები