დენისენის ყვითელი (ბლის ჯიში)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
== წყარო== | == წყარო== | ||
| − | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ბლის ჯიშები]] | [[კატეგორია:ბლის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:21, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
დენისენის ყვითელი - (Bigarreau Dönnissen). ბლის ძველი გერმანული ჯიშია, ფართოდ გავრცელებული ევროპაში; დიდი რაოდენობით გვხვდება ყირიმში და ცნობილია როგორც სამურაბე და საკომპოტე ბლის ჯიში. ძალიან წააგავს „დროგანას ყვითელს“, მხოლოდ ამ ორი ჯიშის ხეები მკაფიოდ განირჩევიან ერთიმეორისაგან. იმ დროს, როცა დროგანას ტოტები ზევითაა აწეული და ვარჯი მაღალი შენებისაა, დენისენის ტოტები ჩამოკიდებულია და ვარჯი გადაშლილი აქვს.
დენისენის ნაყოფი უფრო წვრილია, ვიდრე დროგანასი და ნაყოფის ხორცი არ არის ისეთი მკვრივი, როგორც დროგანას ნაყოფისა. საქართველოს პირობებში დროგანა უფრო მეტად არის გავრცელებული; დენისენის ხეებს კი იშვიათად ვხვდებით ბლის ნარგავებში დროგანას ყვითელის ხეებს შორის. მწიფდება დროგანაზე უფრო ადრე. საქართველოს რაიონებისათვის სამრეწველო მნიშვნელობა არა აქვს.
ხე ხასიათდება ტოტებდაშვებულ ვარჯით, ძლიერი ზრდისაა, დატოტვა არა აქვს ხშირი. ფოთოლი მსხვილია, ღია მწვანე ფერის. ყვავილობა საგვიანო პერიოდისა აქვს. ჯიში თვითსტერილია.
ნაყოფი განიერ გულისებრი ფორმისაა, ემჩნევა ღარი. ნაყოფის კანი ბრჭყვიალაა, ოდნავ გამჭვირვალე ღია მოყვითალო ფერის, ნაზი, ადვილად ილაქება. ნაყოფის ხორცი თეთრია, ძარღვიანი, საკმაოდ წვნიანი, ტკბილი გემოსი. კურკას ხორცი არ სცილდება.
ნაყოფი კარგია საკომპოტედ და სამურაბედ.