აუტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აუტო''' –(ესპან. auto), ერთმოქმედებიანი დრამატული წარმოდგენა [[ბ...) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:შუასაუკუნეების თეატრი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:28, 27 ივნისი 2023 მდგომარეობით
აუტო –(ესპან. auto), ერთმოქმედებიანი დრამატული წარმოდგენა ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებზე.
აუტო ჩაისახა დაახლოებით XIV საუკუნეში, ფართოდ გავრცელდა ესპანეთსა და პორტუგალიაში. პირველ ხანებში აუტო პრიმიტიული შინაარსისა იყო და მას ასრულებდა რამდენიმე (3-4) სცენისმოყვარე, XVI-XVII საუკუნეში აუტო მდიდრულ სანახაობად გადაიქცა, სრულდებოდა ღია ცის ქვეშ. თან ახლდა ხოლმე მასობრივი პროცესია-მსვლელობები. ესპანეთში აუტოების ტექსტს აღორძინების ხანის დრამატურგები წერდნენ.