ვაგანტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვაგანტები''' – (ლათ. vagantes), მოხეტიალე მომღერალ-მთხრობელები შუა ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:მოხეტიალე | + | [[კატეგორია: მოხეტიალე მუსიკოსები]] |
11:52, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია
ვაგანტები – (ლათ. vagantes), მოხეტიალე მომღერალ-მთხრობელები შუა საუკუნეებში. ვაგანტები იყვნენ სწავლადაუმთავრებელი სემინარიელები ან ექსორიაქმნილი სასულიერო პირები. შესრულების ხასიათის მიხედვით ენათესავებოდნენ. „ჰისტრიონებს“.
ვაგანტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ევროპის ყველა ქვეყანაში. თავიანთ თავისუფლად სატირიკულ სიმღერებში, რომლებსაც ისინი ლათინურ ენაზე ასრულებდნენ, დასცინოდნენ ლოცვებსა და ლიტურგიებს, განადიდებდნენ მიწიერ სიხარულს, სიყვარულს, ღვინოს, ლხინსა და გართობას.