პასადობლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პასა დობლი“ გადაიტანა გვერდზე „პასადობლი“ გადამისამართებაზე) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ცეკვები]] | [[კატეგორია:ცეკვები]] | ||
[[კატეგორია:ესპანური ცეკვები]] | [[კატეგორია:ესპანური ცეკვები]] | ||
| + | [[კატეგორია:სპორტული ცეკვები]] | ||
19:58, 8 ნოემბერი 2021-ის ვერსია
პასადობლი – (espan. Paso doble — ორი ნაბიჯი), საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა, რომელსაც საფუძვლად დაედო ესპანური ხალხური ქორეოგრაფიის ელემენტები. პასადობლი ხასიათდება შემსრულებელთა ამაყი მოხრა მოხრით, პოზებისა და მოძრაობათა მკაფიოდ გამოვლენილი სიზუსტით ტემპი – 58-60 ტაქტი წუთში. მუსიკალური ზომა 2/4 (შესაძლებელია 3/4, 6/8). პირველ თვლაზე მახვილი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორეზე. ადვილი, საყოველთაოდ მისაწვდომი შესრულებით განეკუთვნება ყოფით ცეკვებს, რთული შესრულებით, რთული ფიგურების შესრულების მაღალი კლასის ვარიაციების გამოყენებით – სპორტულ ცეკვებს