ქვემო ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

13:36, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია

ქვემო ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხვითის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,2 X 7,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ტუფის ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა, თითო თაღოვანი სარკმელი - აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ორი სამხრეთით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო ოთკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ და დასავლეთ კედლის თაღებს და აფსიდის ორსაფეხურიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიაზე დასავლეთის მხრიდან მიდგმულია ოთხ სვეტზე დაყრდნობილი კვადრატული აგურით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები