ჰომოფონიური წყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰომოფონიური წყობა''' (ჰომოფონიურ-ჰარმონიული წყობა) - მრავალხ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰომოფონიური წყობა“ გადაიტანა გვერდზე „[[ჰომოფონიურ-ჰარმონიული ...) |
15:55, 16 ნოემბერი 2021-ის ვერსია
ჰომოფონიური წყობა (ჰომოფონიურ-ჰარმონიული წყობა) - მრავალხმიანი მუსიკა, რომელშიც შეთავსებულია სოლო ხმა (მელოდია) და თანხლება (აკომპანემენტი). მელოდია (წამყვანი ხმა) ჰომოფონიური წყობის ნაწარმოებში შეიძლება იყოს ზედა ხმაში, ქვედა ხმაში (ბანში) და შუა ხმაში. თანხლება (ჰარმონია) შეიძლება მოცემული იყოს აკორდულ წყობაში, მაგრამ შესაძლოა გართულებული იყოს პოლიფონიური და მიმხმობარი ხმის წყობის ელემენტებით. თანხლების აკორდები ხშირად მოცემულია პასაჟების, დაშლილი აკორდების სახით (არპეჯიო).