ვარეზი ედგარ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ამერიკელი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ამერიკელი კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:დირიჟორები]] | [[კატეგორია:დირიჟორები]] | ||
[[კატეგორია:ამერიკელი დირიჟორები]] | [[კატეგორია:ამერიკელი დირიჟორები]] | ||
11:13, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
ვარეზი ედგარ - (ფრ. Edgard Varèse, 22. XII. 1885, პარიზი, – 7. XI. 1965, ნიუ-იორკი), ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი. ეროვნებით ფრანგი.
სწავლობდა ა. რუსელთან, ვ. დ’ენდისთან და შ. ვიდორთან. დირიჟორობდა გუნდებსა და ორკესტრებს ბერლინში, პრაღაში, ნიუ-იორკში (1908-19). 1915-იდან ცხოვრობდა ნიუ-იორკში, იყო კომპოზიტორების პანამერიკული ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეძებდა ახალ მუსიკალურ ხმოვანებებს, ცდილობდა საკრავთა აკუსტიკური შესაძლებლობების გაფართოებას. მის ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია პიესა „ჰი პერირიზმა“ სასულე და დასარტყამი საკრავებისათვის (1923), „ინტეგრალები“ კამერული ორკესტრისა და დასარტყამებისათვის (1925), „იონიზაცია“ 13 დასარტყამი საკრავისათვის (1931), „ეკვატორიალი“ ორგანის, დასარტყამების, საყვირების, ტრომბონების, 2 მარტენოს ტალღებისა და ბანისათვის (1934). ავტორია ნაშრომებისა ელექტრონული მუსიკის შესახებ და მუს. კრიტიკულ წერილებისა.