იზაი ეჟენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მევიოლინეები]] | [[კატეგორია:მევიოლინეები]] | ||
11:35, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
იზაი ეჟენ - (ფრ. Eugène Ysaÿe, 16. VII. 1858, ლიეჟი, – 12. V. 1931, ბრიუსელი), ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი. რ. მასარის, ჰ. ვენიავსკის, ა. ვიეტანის მოწაფე.
იზაიმ არტისტული კარიერა დაიწყო რუსეთში 1882. 1886-იდან ბრიუსელის კონსერვატორიის პროფესორი, 1894-იდან – მის მიერ დაარსებული სიმფონიური საზოგადოების „იზაის კონცერტების“ დირიჟორი და დირექტორი. იზაი იყო კლასიკური ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტატორი. დაწერა სავიოლინო თხზულებანი (მათ შორის 6 სონატა სოლო ვიოლინოსათვის), ტრანსკრიფციები. ბრიუსელში ჩატარდა იზაის სახელობის მევიოლინეთა (1937) და პიანისტთა (1938) საერთაშორისო კონკურსები.