იზაი ეჟენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეჟენ იზაი

იზაი ეჟენ - (ფრ. Eugène Ysaÿe, 16. VII. 1858, ლიეჟი, – 12. V. 1931, ბრიუსელი), ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი. რ. მასარის, ჰ. ვენიავსკის, ა. ვიეტანის მოწაფე.

იზაიმ არტისტული კარიერა დაიწყო რუსეთში 1882. 1886-იდან ბრიუსელის კონსერვატორიის პროფესორი, 1894-იდან – მის მიერ დაარსებული სიმფონიური საზოგადოების „იზაის კონცერტების“ დირიჟორი და დირექტორი. იზაი იყო კლასიკური ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტატორი. დაწერა სავიოლინო თხზულებანი (მათ შორის 6 სონატა სოლო ვიოლინოსათვის), ტრანსკრიფციები. ბრიუსელში ჩატარდა იზაის სახელობის მევიოლინეთა (1937) და პიანისტთა (1938) საერთაშორისო კონკურსები.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები