აეროვაგზალი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Aerovagzali.JPG|thumb|აეროვაგზალი]] | + | [[ფაილი:Aerovagzali.JPG|thumb|'''აეროვაგზალი''']] |
| − | '''აეროვაგზალი''' – ''(ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი და Vauxhall უბანი ლონდონში)'' ( | + | '''აეროვაგზალი''' – ''(ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი და Vauxhall უბანი ლონდონში)'' ([[აეროპორტი]]ს ტერმინალი) შენობის ან შენობების კომპლექსი მგზავრების მომსახურებისა და სატვირთო ოპერაციების შესასრულებლად აეროპორტებში. აეროვაგზალის დარბაზს, რომლის გავლითაც მგზავრი ხვდება [[თვითმფრინავი|თვითმფრინავში]], ეწოდება კონფერენც-დარბაზი. მცირე აეროპორტებს აქვთ ერთი [[ტერმინალი]] (აეროვაგზალი), ხოლო დიდებს – რამდენიმე. შესაძლებელია მსხვილ აეროპორტს ჰქონდეს ერთი ტერმინალი, რომელიც გალერეებითა და გვირაბების სისტემით დაკავშირებულია რამდენიმე კონფერენც-დარბაზთან (მაგ., დენვერის საერთაშორისო აეროპორტი, [[აშშ]]), ან რამდენიმე ტერმინალი, თითოეული დაკავშირებული რამდენიმე კონფერენც-დარბაზთან (მაგ., კენედის სახელობის საერთასორისო აეროპორტი ნიუ-იორკში, აშშ), ან რამდენიმე შეთავსებული ტერმინალი (მაგ., დალასის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ). ტერმინალებისა და კონფერენც-დარბაზების რაოდენობა და განლაგება დამოკიდებულია აეროპორტის კონფიგურაციასა და მგზავრთა ნაკადის სიდიდესთან. |
16:11, 13 იანვარი 2022-ის ვერსია
აეროვაგზალი – (ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი და Vauxhall უბანი ლონდონში) (აეროპორტის ტერმინალი) შენობის ან შენობების კომპლექსი მგზავრების მომსახურებისა და სატვირთო ოპერაციების შესასრულებლად აეროპორტებში. აეროვაგზალის დარბაზს, რომლის გავლითაც მგზავრი ხვდება თვითმფრინავში, ეწოდება კონფერენც-დარბაზი. მცირე აეროპორტებს აქვთ ერთი ტერმინალი (აეროვაგზალი), ხოლო დიდებს – რამდენიმე. შესაძლებელია მსხვილ აეროპორტს ჰქონდეს ერთი ტერმინალი, რომელიც გალერეებითა და გვირაბების სისტემით დაკავშირებულია რამდენიმე კონფერენც-დარბაზთან (მაგ., დენვერის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ), ან რამდენიმე ტერმინალი, თითოეული დაკავშირებული რამდენიმე კონფერენც-დარბაზთან (მაგ., კენედის სახელობის საერთასორისო აეროპორტი ნიუ-იორკში, აშშ), ან რამდენიმე შეთავსებული ტერმინალი (მაგ., დალასის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ). ტერმინალებისა და კონფერენც-დარბაზების რაოდენობა და განლაგება დამოკიდებულია აეროპორტის კონფიგურაციასა და მგზავრთა ნაკადის სიდიდესთან.
აეროვაგზლების უმეტესობა ჩვეულებრივი შენობებია, თუმცა XXI საუკუნის ტერმინალები გამოირჩევა მინის კონსტრუქციებითა და მოზღვავებული სინათლით; ზოგიერთი – მონუმენტურობით, მაგ., სუვარნაბჰუმის აეროპორტი, ქ. ბანგკოკი, ტაილანდის სამეფო, გამტარობა: 60 მლნ-ზე (2017 წლის მონაცემებით) მეტი მგზავრი წელიწადში, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი, ქ. ბაღდადი, ერაყის რესპუბლიკა; ნაწილი აეროვაგზლებისა კი უბრალოდ არქიტექტურული შედევრებია (მაგ., შარლ დე გოლის აეროპორტის ტერმინალი 1, ქ. პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა) და სხვ.