მსხალდიდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

მიმდინარე ცვლილება 15:30, 5 თებერვალი 2022 მდგომარეობით

მსხალდიდის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალდიდის განაპირას, აღმოსავლეთით. მიეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას.

[რედაქტირება] აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (11,2X7,35 მ), ნაგებია აგურით, ცოკოლი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვიშაქვის ქვით. დაზიანებულია. აქვს ორი შესასვლელი, დასავლეთით და სამხრეთით. აღმოსავლეთ ნახევარწრიულ აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია. მარცხენა სარკმლის გვერდით სწორკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი ნიში აფსიდის ფართო მხრებშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მასიური პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კამარა ქუსლების დონეზე გამოზნექილი ზედაპირით გადადის შესაბამის კედელზე. ეკლესიის ჩრდილო კედელში ორი, ხოლო სამხრეთისაში ერთი მაღალი თაღოვანი სარკმელია.

ეკლესიას დასავლეთით ეკვრის გეგმით სწორკუთხა კარიბჭე (4,29X X2,92 მ), რომელსაც დასავლეთით თაღოვანი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში მაღალი თაღოვანი სარკმლებია. ფასადებზე შემორჩენილია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნის ფრაგმენტები.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები