აკობია შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: შოთა აკობია '''აკობია შოთა''' – (1920 – 1996), [[ქართველ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკობია შოთა“ გადაიტანა გვერდზე „შოთა აკობია“)

22:00, 17 თებერვალი 2022-ის ვერსია

შოთა აკობია

აკობია შოთა – (1920 – 1996), ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი, დაიბადა სოფელ ჭალეში (წალენჯიხა); 1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (დაუსწრებლად). 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „ბაღში”, 1951 წელს – ლექსების პირველი წიგნი „სამშობლოს დილა”. მასვე ეკუთვნის რომანები „თეთრი ჩრდილი”, „სიყვარული და სინათლე”, მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა.


* * *
ასე ამბობს შემოდგომა
ყველაფერი შეიცვალოს,
გორაკებად აღიმართოს
აქეთ კალო, იქით კალო!
ჩურჩხელები მზეზე გაშრეს,
ლეღვის ჩირი მზეზე გაშრეს...
ხილეული, ტკბილეული
მთელი წელი ეყოთ ბავშვებს!
შემოდგომავ, დაგებედოს
სიხარული ბევრზე ბევრი,
შენ ნამდვილი ოქრო ხარ და
მიტომაც ხარ ოქროსფერი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები