აკობია შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შოთა აკობია“ გადაიტანა გვერდზე „აკობია შოთა“ გადამისამართება...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
[[კატეგორია:აკობიები]] | [[კატეგორია:აკობიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 10:56, 14 აგვისტო 2025 მდგომარეობით
აკობია შოთა – (1920 – 1996), ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი, დაიბადა სოფელ ჭალეში (წალენჯიხა); 1942 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (დაუსწრებლად). 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „ბაღში”, 1951 წელს – ლექსების პირველი წიგნი „სამშობლოს დილა”. მასვე ეკუთვნის რომანები „თეთრი ჩრდილი”, „სიყვარული და სინათლე”, მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა.
- * * *
- ასე ამბობს შემოდგომა
- ყველაფერი შეიცვალოს,
- გორაკებად აღიმართოს
- აქეთ კალო, იქით კალო!
- ჩურჩხელები მზეზე გაშრეს,
- ლეღვის ჩირი მზეზე გაშრეს...
- ხილეული, ტკბილეული
- მთელი წელი ეყოთ ბავშვებს!
- შემოდგომავ, დაგებედოს
- სიხარული ბევრზე ბევრი,
- შენ ნამდვილი ოქრო ხარ და
- მიტომაც ხარ ოქროსფერი.
- ასე ამბობს შემოდგომა