ბარათაშვილი მარიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარიკა ბარათაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბარათაშვილი მარიკა“ გ...) |
|||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
+ | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ბარათაშვილები]] | [[კატეგორია:ბარათაშვილები]] |
14:31, 28 აპრილი 2022-ის ვერსია
ბარათაშვილი მარიკა – (1908 – 2008), დრამატურგი, პოეტი. დაიბადა სოფელ მერევში (ჭიათურა), იქვე მიიღო საშუალო განათლება, 1945 წელს კი დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, 1965 წლიდან იყო ჟურნალ „საქართველოს ქალის” მთავარი რედაქტორი. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული კი – 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოი პოვა მისმა პიესამ „ჭრიჭინა”. აღსანიშნავია მისი ლექსთა კრებულები: „ლექსები” (1948), „საპოვნელა” (1958), „დღე დღევანდელი” (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები: „ნანული” (1941), „სოფელა, თინა და ჭიანჭველები” (1949) და სხვა.
- საპოვნელა
- ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
- შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად.
- პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
- იმერეთში ეძახიან „საპოვნელას”.
- შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე.
- თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
- ბედს დაეძებს თუ დანაკარგს, რამე ნივთებს,
- ევედრება: „საპოვნელა, მაპოვნინე!”
- მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
- ჩემს გულშიაც მივუჩნიე მყუდრო ბინა.
- ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
- რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.