ბერაძე ნუგზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერაძე ნუგზარ“ გადაიტანა გვერდზე „ნუგზარ ბერაძე“)

12:35, 22 თებერვალი 2022-ის ვერსია

ბერაძე ნუგზარ − (1955 − 2002), ქართველი პოეტი. ფსევდონიმი − ღიღინო ცახური (ფსევდონიმი შეარჩია მშობლიური სოფლის, ცახის მიხედვით). დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 112-ე საშუალო სკოლა.


აღმოსავლეთით გადმოდგა
აღმოსავლეთით გადმოდგა
ლაღი ირემი ხარია,
მზე ჩაჰფრენოდა რქებშია,
კანჭებში ედგა ქარია.
გადმოჰბღაოდა ორწოხებს,
როგორც შვილმკვდარი ქალია.
გადმავაღირე ხირიმი,
გამავუცვალე ფალია,
მოვკალ, ნეტამც, არ მამეკლა,
მამწყდა გული და თვალია,
ფუჰ, კაცის გაჩენის დღესა,
იმ თავით ცოდვა-ბრალია.
დავუჩოქე და ვიტირე,
სული ბალღივით დალია,
სუ ცრემლად იღველფებოდა,
სიცოცხლის ალი-კვალია.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები