ბეჩარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბეჩარა,'''ვასო ავეტის ძე ბერიევი – (1855 – 1935), („ბეჩარა” სპარსულა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბეჩარა,'''ვასო ავეტის ძე ბერიევი – (1855 – 1935), („ბეჩარა” სპარსულად ნიშნავს უჩაროს, უილაჯოს). დაიბადა [[თბილისი|თბილისში]] (ზოგიერთი ცნობით [[გორი|გორში]], მისი მამაპაპა გორის მაზრის სოფელ სვენეთიდან ყოფილან წამოსული); ძველი თბილისური (აშუღური) პოეზიის ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. მისი პოეზია უმეტესად ვრცელდებოდა ზეპირი გზით, თუმცა დაბეჭდილიც არის რამდენიმე ლექსი კრებულში „ორთაჭალის თაიგული” (1913) და გაზეთ „კოლექტივიზაციაში” (1935). | + | '''ბეჩარა,''' ვასო ავეტის ძე ბერიევი – (1855 – 1935), („ბეჩარა” სპარსულად ნიშნავს უჩაროს, უილაჯოს). დაიბადა [[თბილისი|თბილისში]] (ზოგიერთი ცნობით [[გორი|გორში]], მისი მამაპაპა გორის მაზრის სოფელ სვენეთიდან ყოფილან წამოსული); ძველი თბილისური (აშუღური) [[პოეზია|პოეზიის]] ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. მისი პოეზია უმეტესად ვრცელდებოდა ზეპირი გზით, თუმცა დაბეჭდილიც არის რამდენიმე ლექსი კრებულში „ორთაჭალის თაიგული” (1913) და გაზეთ „კოლექტივიზაციაში” (1935). |
მიმდინარე ცვლილება 15:19, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით
ბეჩარა, ვასო ავეტის ძე ბერიევი – (1855 – 1935), („ბეჩარა” სპარსულად ნიშნავს უჩაროს, უილაჯოს). დაიბადა თბილისში (ზოგიერთი ცნობით გორში, მისი მამაპაპა გორის მაზრის სოფელ სვენეთიდან ყოფილან წამოსული); ძველი თბილისური (აშუღური) პოეზიის ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. მისი პოეზია უმეტესად ვრცელდებოდა ზეპირი გზით, თუმცა დაბეჭდილიც არის რამდენიმე ლექსი კრებულში „ორთაჭალის თაიგული” (1913) და გაზეთ „კოლექტივიზაციაში” (1935).
- * * *
- (რასტიას ხმაზედ)
- ერთი დროება ვის შერჩენია,
- არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობა,
- ყველას ცხოვრება აქ დარჩენია,
- არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობა.
- მტერი არ მიზამდა, რაც შენ მიყავი,
- უღვთოდ დამიქციე სახლი და კარი,
- ორივე ხელით თავში ჩამკარი,
- არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობა.
- ბევრი მინახავს შენისთანები,
- ოქროთ და ვერცხლით გამაძღარები,
- ბეჩარ, შენ იმათ ნუ ედარები,
- არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობ