ბუკია ციცინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციცინო ბუკია“ გადაიტანა გვერდზე „ბუკია ციცინო“ გადამისამართე...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Cicino bukia.JPG|thumb|ციცინო ბუკია]] | + | [[ფაილი:Cicino bukia.JPG|thumb|130პქ|ციცინო ბუკია]] |
'''ბუკია ციცინო''' − (1980), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა გალში. 1998 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს 191-ე საშუალო სკოლა, 2005 წელს კი – სტუ-ს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ჟურნალისტის სპეციალობით. იყო ჟურნალ „ბიოლოგიური მედიცინის” რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი, „მწერლის გაზეთის” ლიტმუშაკი და პასუხისმგებელი მდივანი. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სეუ-ს პროფესორი. გამოცემული აქვს რომანები: „გრძნეულთა ქალაქი” და „ცისარტყელა ღრუბლებში” | '''ბუკია ციცინო''' − (1980), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა გალში. 1998 წელს დაამთავრა [[თბილისი]]ს 191-ე საშუალო სკოლა, 2005 წელს კი – სტუ-ს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ჟურნალისტის სპეციალობით. იყო ჟურნალ „ბიოლოგიური მედიცინის” რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი, „მწერლის გაზეთის” ლიტმუშაკი და პასუხისმგებელი მდივანი. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სეუ-ს პროფესორი. გამოცემული აქვს რომანები: „გრძნეულთა ქალაქი” და „ცისარტყელა ღრუბლებში” | ||
მიმდინარე ცვლილება 10:42, 14 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ბუკია ციცინო − (1980), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა გალში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 191-ე საშუალო სკოლა, 2005 წელს კი – სტუ-ს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ჟურნალისტის სპეციალობით. იყო ჟურნალ „ბიოლოგიური მედიცინის” რედკოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი, „მწერლის გაზეთის” ლიტმუშაკი და პასუხისმგებელი მდივანი. ამჟამად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სეუ-ს პროფესორი. გამოცემული აქვს რომანები: „გრძნეულთა ქალაქი” და „ცისარტყელა ღრუბლებში”
- ეს გაზაფხული
- ბოლო დროს ისე მენატრები... აღარ გიგონებ,
- არ შემიძლია ამ მოძრავი სივრცის ატანა,
- ეს გაზაფხული უფრო მეტად
- წააგავს ყმაწვილს,
- რომელსაც ტანზე სიხარული გამოაყარა...
- და ეს მარტივი და ბეჩავი და უამური,
- დამყვება ისე მონატრება, რომ არ ვიგონებ
- ისეთ სიხარულს, დროშასავით, ზეიმით,
- ქარში ტანმოფრიალეს, როცა მხოლოდ
- გზას და სიშორეს
- შეეძლო ნისლის გამოწვევა და გაავდრება,
- თითქოს სუდარა მოიცვაო ნებით ქალაქმა...
- დრომ ყველა წყალი
- უსასრულო სიღრმეებს მისცა,
- ყველა სიცხადე თვითნებურად გადაალაგა...
- ბოლო დროს ისე მენატრები... აღარ გიგონებ,
- არ შემიძლია ამ მოძრავი სივრცის ატანა,
- ეს გაზაფხული
- უფრო მეტად წააგავს ყმაწვილს,
- რომელსაც ტანზე სიხარული გამოაყარა.