გაბუნია ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნინო გაბუნია“ გადაიტანა გვერდზე „გაბუნია ნინო“ გადამისამართე...) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
| − | + | ::: '''არაფერიც არ მომხდარა''' | |
::არაფერიც არ მომხდარა, | ::არაფერიც არ მომხდარა, | ||
მიმდინარე ცვლილება 15:44, 23 თებერვალი 2022 მდგომარეობით
გაბუნია ნინო− (1975), პოეტი. დაამთავრა თბილისის მე-2 ექსპერიმენტული სკოლა, შემდეგ – თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (ებრაული ენისა და ლიტერატურის განხრით). გამოცემული აქვს კრებული „შუშის მძივი” (2018).
- არაფერიც არ მომხდარა
- არაფერიც არ მომხდარა,
- რაღაც დიდად გასაკვირი.
- ცით ვარსკვლავი ჩამომწყდარა,
- ასწყვეტია ღამეს ღილი.
- ბიჭმა სიზმრად გოგო ნახა,
- გოგომ ფრთები აპოვნინა,
- გაისწორა მორცხვად კაბა,
- თბილ ლოყაზე აკოცნინა.
- არაფერიც არ მომხდარა,
- არც ღირს ამის გაკვირვება,
- თვალებს მხოლოდ მოემატათ
- უცნაური ჩაფიქრება.
- შეხვედრების აღმაფრენა,
- ღიმილების აღელვება,
- გულში მზეთა ამღერება,
- სულში სხივთა გახელება.
- არაფერიც არ ყოფილა,
- ჯერ რომ სხვაგან არ მომხდარა.
- იქვე, ალუბლების ტოტზე,
- გაზაფხული ჩამომჯდარა.
ვ==წყარო== ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)