გოგიაშვილი კუკური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუკური გოგიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გოგიაშვილი კუკური“ გად...) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
::- შენ ვინღა გიყვარს, ირა? | ::- შენ ვინღა გიყვარს, ირა? | ||
::- ვინც ნაყინს მაჭმევს ხშირად! | ::- ვინც ნაყინს მაჭმევს ხშირად! | ||
| − | - შენ, ჩემო ცუგრუმელავ, | + | ::- შენ, ჩემო ცუგრუმელავ, |
::ვინ უფრო გიყვარს, ლელა? | ::ვინ უფრო გიყვარს, ლელა? | ||
::- ჩემი ჭაღარა ბაბუა | ::- ჩემი ჭაღარა ბაბუა | ||
21:46, 26 თებერვალი 2022-ის ვერსია
გოგიაშვილი კუკური – (1912 – 1984), მსახიობი, დრამატურგი, ჟურნალისტი და პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1928-1930 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა ქუთაისში თეატრში; სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების მსახიობი და დრამატურგი; ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. მისი პირველი ლექსი, „შოთას”, გამოქვეყნდა 1934 წელს, ხოლო პირველი საბავშვო წიგნი „თინიკოს მამალი” – 1940 წელს. მას ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: „აბლი-ბაბლი” (1961), „ვინ დაღუპა აფრასიონი” (1964), „პაპა გიგო” და სხვა.
- * * *
- - ვინ უფრო გიყვარს, გოგიტა?
- - ის, ვინც ბევრ კანფეტს მომიტანს!
- - ვინ უფრო გიყვარს, ხათუნა?
- - თოჯინა თვალებხატულა!
- - შენ ვინღა გიყვარს, ირა?
- - ვინც ნაყინს მაჭმევს ხშირად!
- - შენ, ჩემო ცუგრუმელავ,
- ვინ უფრო გიყვარს, ლელა?
- - ჩემი ჭაღარა ბაბუა
- სულ მირჩევნია ყველას!