დოლიძე გენრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოლიძე გენრი“ გადაიტანა გვერდზე „გენრი დოლიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გენრი დოლიძე“ გადაიტანა გვერდზე „დოლიძე გენრი“ გადამისამართე...)

22:13, 28 თებერვალი 2022-ის ვერსია

დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი – (1988), პორტი. დაიბადა ქუთაისში. ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული იყო „მთვრალი დაისი” (2007). არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „მეცხრე ტალღა”. 2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა „პოეზიის დილა” რადიო „საქართველოს ხმაზე”. იყო გამომცემლობა „მერანის” გენერალური დირექტორი. აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურული კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი.


დახურეთ ზეცა! (ილიას)
წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ....
ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები,
არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!
ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...
საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
რა ვქნა, უფალო?! დრო დადგა რთული _
იმედი ვთესე, ამოდის ღვია...
და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული
მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია!
ირბინე, სანამ ტყვია თბილია,
დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი!
მოკვდე? – სიკვდილი ხომ ადვილია,
დაბადებაა ამქვეყნად ძნელი!
მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში,
ჯანდაბას ჩემი გულისნადები
და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში
მომავლის რწმენად დავიბადები!...
ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი,
გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები...
დახურეთ კარი, დახურეთ კარი! –
ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები