ებანოიძე ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზაალ ებანოიძე“ გადაიტანა გვერდზე „ებანოიძე ზაალ“ გადამისამარ...)
ხაზი 2: ხაზი 2:
  
  
აღარ ისმის `რაშო-რერა~...
+
::აღარ ისმის „რაშო-რერა”...
აღარ ისმის `რაშო-რერა~,
+
::აღარ ისმის „რაშო-რერა”,
– სანატრელი ხმები
+
::– სანატრელი ხმები
და გსურს საფრთხის აშორება
+
::და გსურს საფრთხის აშორება
მეტაფორულ თქმებით.
+
::მეტაფორულ თქმებით.
ჩაძირული ცხადი ძილში
+
::ჩაძირული ცხადი ძილში
მიზეზია სიზმრის
+
::მიზეზია სიზმრის
არც რო _ სიურეალიზმი,
+
::არც რო სიურეალიზმი,
არც რო _ ფუტურიზმი.
+
::არც რო ფუტურიზმი.
იწყებ: `თუმცა~ ანდა `თურმე~
+
::იწყებ: „თუმცა” ანდა „თურმე”
სიტყვას სმენით ირჩევ;
+
::სიტყვას სმენით ირჩევ;
აფსუს, რა დროს აფათურებს
+
::აფსუს, რა დროს აფათურებს
ხელებს სულში ნიცშე.
+
::ხელებს სულში ნიცშე.
სევდა უფრო გემატება
+
::სევდა უფრო გემატება
და მძიმდება თვალი,
+
::და მძიმდება თვალი,
იწვის ცაში კელაპტრებად
+
::იწვის ცაში კელაპტრებად
ჩინარები ჭალის.
+
::ჩინარები ჭალის.
ზოგჯერ _ მესენაკე ბერი,
+
::ზოგჯერ მესენაკე ბერი,
ზოგჯერ _ სისხლის მონა,
+
::ზოგჯერ სისხლის მონა,
შენსას ჭრი და შენსას მღერი,
+
::შენსას ჭრი და შენსას მღერი,
შენი ადლით ზომავ.
+
::შენი ადლით ზომავ.
მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
+
::მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
დევს სასაზღვრო ზოლი
+
::დევს სასაზღვრო ზოლი
და გზა გადის უფალსა და
+
::და გზა გადის უფალსა და
ზარატუსტრას შორის.
+
::ზარატუსტრას შორის.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

00:17, 1 მარტი 2022-ის ვერსია

ებანოიძე ზაალ – (1939), პოეტი. დაიბადა სოფელ დიმში (ბაღდათი). 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული – „ლექსები”; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი” (1981), „ხატი მამული” (1985), „ციდან დასარეკი ზარები” (1986), „მარადიული რთველი” (1989), პოემები (1990), რჩეული (2008), „70 ლექსი” (2009); ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული თავისთავადობით და მრავალფეროვნებით.


აღარ ისმის „რაშო-რერა”...
აღარ ისმის „რაშო-რერა”,
– სანატრელი ხმები
და გსურს საფრთხის აშორება
მეტაფორულ თქმებით.
ჩაძირული ცხადი ძილში
მიზეზია სიზმრის
არც რო – სიურეალიზმი,
არც რო – ფუტურიზმი.
იწყებ: „თუმცა” ანდა „თურმე”
სიტყვას სმენით ირჩევ;
აფსუს, რა დროს აფათურებს
ხელებს სულში ნიცშე.
სევდა უფრო გემატება
და მძიმდება თვალი,
იწვის ცაში კელაპტრებად
ჩინარები ჭალის.
ზოგჯერ – მესენაკე ბერი,
ზოგჯერ – სისხლის მონა,
შენსას ჭრი და შენსას მღერი,
შენი ადლით ზომავ.
მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
დევს სასაზღვრო ზოლი
და გზა გადის უფალსა და
ზარატუსტრას შორის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები