თვარაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თვარაძე რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ თვარაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ თვარაძე“ გადაიტანა გვერდზე „თვარაძე რევაზ“ გადამისამარ...) |
17:29, 8 მარტი 2022-ის ვერსია
თვარაძე რევაზ – (1928 – 2006), ქართველი მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ უხუთში (ვანი). 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელ მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვა. თარგმნილი აქვს ლერმონტოვის, ბლოკის, ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: „სოფელი”, „ქალაქი” და სხვა.
- ავეტიქ ისააკიანი
- თარგმნა რევაზ თვარაძემ
- სიზმრად ვიხილე: თითქოს მძინარი
- ზღვა ლივლივებდა ლურჯი,
- ნაპირთან ვიწექ სისლხდამდინარი,
- დაჭრილი, ბედის ურჩი.
- გავაყოლებდი მზერას ზღვისაკენ,
- ზღვას ჰქონდა ფიქრი შორი,
- მე კი განწირულს სიცოცხლისაგან
- სისხლის დამდინდა ტბორი.
- უცებ ხმა მესმის სევდით ნაფერი,
- დაფარა იგი არე –
- ოჰ, ეს ხომ დედა შორი ნაპირით
- მიხმობდა მშობელ მხარეს.