ქალაქის ქამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ქალაქის ქამა“ გადაიტანა გვერდზე „ორსაყელოიანი ქამა“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ორსაყელოიანი ქამა“ გადაიტანა გვერდზე „ქალაქის ქამა“ გადამისამა...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:15, 15 მარტი 2022 მდგომარეობით

Qalaqisqama.PNG

ქალაქის ქამა (ორსაყელოიანი ქამა)

(ლათ. Agaricus bitorquis (Quel.) Sacc. რუს. Шампиньон двухкольцевой)

ქუდი – 4-10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ მრგვლად ამობურცული, შეკეცილი კიდეებით, სადა, თეთრი ის მოთეთრო, ზოგჯერ ჟანგმიწისფერი ლაქები ახასიათებს. ფირფიტები თავისუფალია, ხშირი, ვიწრო, ჯერ ვარდისფერი, შემდეგ კი – მოყავისფრო-შოკოლადისფერი.

ფეხი – 5-7 სმ სიგრძისა და 1,5-3 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ზოგჯერ ძირში გასქელებული, თეთრია, ახასიათებს ორშრიანი საყელო, რომელიც უვითარდება ფეხის ქვედა ნაწილზე.

რბილობი – თეთრი, გადატეხისას ჰაერზე ჯერ ვარდისფერი ხდება, შემდეგ კი მუქდება, სასიამოვნო სუნი ახასიათებს.

სპორები – ელიფსისებრია, მურა, 5-7X3,5-5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, პარკებში, ბაღებში, ქალაქის ქუჩებში გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

ახალი სოკო კარგი საჭმელია ზოგიერთ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურ მოშენებას საწარმოო მასშტაბით.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები