მელია იაკობ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მელია იაკობ''' — (1922 – 1995), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „ლე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მელია]] |
17:10, 28 მარტი 2022-ის ვერსია
მელია იაკობ — (1922 – 1995), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „ლექსები” (1955), `ლექსები~ (1968), „მზე და სანგარი” (1970).
- ჭოროხი
- გადმოჰყოლია მთებიდან ქუხილს,
- ვინ შეზღუდავდა ტალღებს დელგმიანს, _
- გაუკაფია გზა დევის მუხლით,
- გზადაგზა კლდენი დაუნგრევია.
- წყალს დაუფარავს ხმელეთი ლამის,
- წამოუღია მიწა ერთიან,
- მოუძებნია შავი ზღვა მაინც
- და კახაბერთან კიდეც შერთვია.
- აღსდექ! მომძახის ჭოროხი ღელვით,
- ყრმაო, შენ შენი ძალა გასცადე!
- თუკი საკუთარ გზას არ მიჰყევი,
- როგორ მიაღწევ გულის საწადელს?!
- აი, ეს არის მართლაც მთავარი _
- სიყვარული და ნაღდი ხარება,
- სამშობლოსადმი ლტოლვა ამგვარი
- და ჭოროხივით გამქუხარება.