უნიტაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''უნიტაზი''' (ესპანური ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სანტექნიკური ნაკეთობები]] |
13:52, 20 მაისი 2022-ის ვერსია
უნიტაზი (ესპანური კომპანია Unitas-ის სახელის ან ინგლისელი მწარმოებლის, თომას უილიამ ტვაიფორდის მიერ შექმნილი ტუალეტის მოწყობილობის მოდელის – Unitas-ის მიხედვით < ლათ. unitas ერთიანობა, ერთნაირობა, ერთფეროვნება; თანხმობა < ūnus ერთი) – სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა ფეკალური მასისა და წყლის ჩასადენად საპირფარეშოში. ჩამრეცხი სისტემა შეიძლება იყოს ავტომატური ან ნახევრადავტომატური. როგორც წესი, ამზადებენ სანტექნიკური კერამიკისაგან. ძირითადი კონსტრუქციული ნაწილებია: ჯამი, ჩამრეცხი ავზი და საჯდომი. არსებობს უნიტაზი ჩამრეცხი ავზის გარეშეც, რომლის მოვალეობას ასრულებს ჩამრეცხი ონკანი.
