უნიტაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

უნიტაზი (ესპანური კომპანია Unitas-ის სახელის ან ინგლისელი მწარმოებლის, თომას უილიამ ტვაიფორდის მიერ შექმნილი ტუალეტის მოწყობილობის მოდელის – Unitas-ის მიხედვით < ლათ. unitas ერთიანობა, ერთნაირობა, ერთფეროვნება; თანხმობა < ūnus ერთი) – სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა ფეკალური მასისა და წყლის ჩასადენად საპირფარეშოში. ჩამრეცხი სისტემა შეიძლება იყოს ავტომატური ან ნახევრადავტომატური. როგორც წესი, ამზადებენ სანტექნიკური კერამიკისაგან. ძირითადი კონსტრუქციული ნაწილებია: ჯამი, ჩამრეცხი ავზი და საჯდომი. არსებობს უნიტაზი ჩამრეცხი ავზის გარეშეც, რომლის მოვალეობას ასრულებს ჩამრეცხი ონკანი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები